ნავთობქიმიური პროდუქტების ბაზარი იცვლება

ნავთობქიმიური პროდუქტების ბაზარი იცვლება …

Amazon შეწყვეტს ერთჯერადი პლასტმასის საგნების რეალიზაციას ევროკავშირის ქვეყნებში. ამიერიდან, სამედიცინო ნიღბები გახდება პლასტიკური ნარჩენებისგან წარმოებული მთავარი პროდუქტი.

მსოფლიოში უდიდესმა ონლაინ სავაჭრო კომპანია Amazon-მა 21 დეკემბრიდან შეწყვიტა ისეთი ერთჯერადი მოხმარების ნივთბის გაყიდვა, რომლებიც დამზადებულია ჩვეულებრივი და ბიოდეგრადირებადი პლასტმასისგან. ხსენებულ ნივთებს შორისაა: დანა-ჩანგალები და ჭიქები, საკვები კონტეინერები და კონტეინერები სითხეებისთვის, საწრუპი ჩხირები და საჰაერო ბუშტების დამჭერები.

აღნიშნულიდან გამომიდანრე, ნათლი ხდება, რომ Amazon ჯერ კიდევ ექვსი თვით ადრე ემზადება ევროკავშირში მსგავსი საქონლის გაყიდვის აკრძალვის კანონის ძალაში შესვლისთვის.

Amazon დაარსდა ჯეფ ბეზოსის მიერ 1994 წელს, როგორც ონლაინ წიგნების მაღაზია, მაგრამ სწრაფად გაფართოვდა და შედეგად გახდა მსოფლიოს უდიდესი ონლაინ სავაჭრო ბაზარი,  ხოლო თავად ბეზოსი გახდა ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში.

2019 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 280,5 მილიარდი დოლარი, წმინდა მოგება – 11,6 მილიარდი დოლარი. 2020 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში Amazon- მა 14,1 მილიარდი დოლარი მოგება მიიღო, რაც 70% -ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, კომპანიაში დასაქმებულია 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი.

Leave a Reply