Author Archives: energy

რა როლს ასრულებს ჰიდროელექტროსადგურები განვითარებული ქვეყნების ენერგოსისტემაში? იაპონიის გამოცდილება ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა: „ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე. იაპონია დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოს პოტენციალს. სწორედ ამიტომ იაპონიის ენერგეტიკულმა გიგანტმა TEPCO-მ (Tokyo Electric Power Company) გადაწყვიტა პირველი ინვესტიციის განხორციელება დარიალის ჰიდროელექტროსადგურში“. „უცხოურ ენერგორესურსებზე იაპონიის დამოკიდებულება 90%-ს აღწევდა. ეს ძალიან ძვირი გვიჯდებოდა, ...

Read More »

საქართველო აზერბაიჯანისგან გაზს 127 მილიონ დოლარად ყიდულობს

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანიდან 858.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც ქვეყანას ჯამში 126.6 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოცემული მაჩვენებელი 19.1%-ით ნაკლებია გასული წელის მონაცემთან შედარებით. 8 თვის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან 78,6 მილიონ დოლარად შეიძინა 148,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, რაც 0,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენში დამატებით 1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გაივლის

თურქეთმა, აზერბაიჯანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად 2021 წლის ოქტომბრიდან ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენზე ყოველწლიურად 1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გაივლის. „კომერსანტი“ დაინტერესდა, რას მოუტანს ტრანზიტის მოცულობის ზრდა საქართველოს და რატომ არ იყო შეთანხმების გაფორმების პროცესში ჩართული საქართველო? „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ თავმჯდომარე ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ საქართველო დიდი ხანია ამოვარდნილია გეოპოლიტიკური პროცესებიდან. მისი თქმით, არასწორი ეკონომიკური და საერთაშორისო პოლიტიკის შედეგად ...

Read More »

ელექტროენერგიის იმპორტის 30% აზერბაიჯანზე მოდის

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1,715,9 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (ESCO) ანგარიშში ვკითხულობთ. დოკუმენტის თანახმად, 505,4 მილიონი კილოვატ საათი, ანუ იმპორტის მთლიანი მოცულობის 29,4% აზერბაიჯანზე მოდის. რაც შეეხება ტრანზიტს, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტმა 163.6 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა. ნინო სამადაშვილი

Read More »

სააკაშვილი: “ჩრდილოეთ ნაკადი 2” უკრაინისთვის შესაძლოა, მომგებიანი იყოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, გაზსადენი “ჩრდილოეთ ნაკადი2” კიევისთვის შეიძლება, სასარგებლო იყოს. ამის შესახებ მან პოლონურ გამოცემასთან – Energetyka24-თან საუბარში თქვა. “უახლოეს მომავალში რუსული მილსადენი შეიძლება, აღმოჩნდეს “ძალიან საშიში”: მომავალ გაზაფხულზე რუსეთის მიერ “თავდასხმის” შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებს არ ექნებათ სურვილი, დაუჭირონ მხარი კიევს. თუმცა, მას სარგებლის მოტანაც შეუძლია. უკრაინას საკმარისად აქვს ...

Read More »

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი საშუალოდ 5-7 თეთრით გაიზარდა, აღნიშნულის შესახებ “ბიზნესპარტნიორი” იუწყება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, გაძვირება ძირიათადად თურქმენეთის მხრიდან კომპანიებისთვის საწვავის ფასის დაკორექტირებით არის გამოწვეული. „იქიდან გამომდინარე რომ არაბრენდირებულ მცირე ბენზინგასამართ სადგურებს არ გააჩნიათ დიდი მარაგები ნაშთები, საბითუმო ბაზარზე არსებული ვითარება მარტივად აისახება მათ ფასებზე. მართალია, დღეს გაიზარდა ფასი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პერიოდის წინ შემცირდა, ეს ...

Read More »
სომხეთში საქართველოსგან იაფფასიანი ელექტროენერგიის შეძენას განიხილავენ

საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა მიმდინარე წლის რვა თვეში 105%-ით გაიზარდა

ესკოს მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის რვა თვეში, საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 105%-ი არის გაზრდილი (835,3 მლნ კვტსთ-დან 1 715,9 მლნ კვტსთ-მდე). მიმდინარე წლის რვა თვეში, საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 151,2 მლნ კვტსთ-დან 377,0 მლნ კვტსთ-მდე ანუ 149%-ით არის გაზრდილი. ექსპორტირებულ და იმპორტირებულ ელექტროენერგიათა შორის უარყოფითი სხვაობა მიმდინარე წლის რვა თვეში ...

Read More »

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა

“გაზის მარაგები რუსეთში მსოფლიოში ყველაზე დიდია, ისინი 100 წელზე მეტი ხნისათვისაა საკმარისი”, – ამის შესახებ “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა საერთაშორისო ბიზნეს კონგრესის 24-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე, რომელიც შედგა 14-17 სექტემბერს, შერეულ ფორმატში. ”გაზის რეზერვები რუსეთში, გაზპრომის გაზის რეზერვები, ყველაზე დიდია მსოფლიოში. ჩვენ არ შევხვდებით პრობლემებს ჩვენს რეზერვებთან დაკავშირებით მომდევნო ასი წლის განმავლობაში,” – თქვა მან. ამავდროულად, მილერმა დაამატა, რომ ზოგიერთი ...

Read More »

მიკროჩიპების უკმარისობის გამო, Skoda ავტომობილების წარმოებას 1 კვირით აჩერებს

ჩეხური საავტომობილო კომპანია Skoda მიკროჩიპების უკმარისობის გამო ჩეხეთის ქარხნებში ავტომობილების წარმოებას 1 კვირით აჩერებს. წარმოების დაპაუზება მოხდება 27 სექტემბერს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პროფკავშირები ავრცელებს. მათი მონაცემებით, ავტომობილების წარმოება შეწყდება კომპანიის ჩეხეთში მოქმედ სამივე ქარხანაში, რომლებშიც 34 ათასი ადამიანია დასაქმებული. ის თანამშრომლები, რომლებსაც იძულებითი „დასვენება“ მოუწევთ ხელფასის 85%-ს მიიღებენ. ამ თანხაში ასევე შევა გათვალისწინებული პრემიებიც. როგორც ჩეხურ კომპანიაში აცხადებენ, Volkswagen-ის ...

Read More »

დასტაბილურების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა ზრდა კვლავ განაახლა

ევროპაში გაზის ფასი 8%-ით გაიზარდა 1000 კუბურ მეტრზე  850 აშშ დოლარს აღემატება. სესაბამისად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 860,2 აშშ დოლარს შეადგენს. რამდენიმე დღის წინ, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასმა კლება დაიწყო, რაც ნორვეგიული საწვავით საცავების 71%-ით შევსებამ გამოიწვია. თუმცა, შემდგომ სურათი ისევ საპირისპიროდ შეიცვალა. ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის ...

Read More »