დასტაბილურების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასმა ზრდა კვლავ განაახლა

ევროპაში გაზის ფასი 8%-ით გაიზარდა 1000 კუბურ მეტრზე  850 აშშ დოლარს აღემატება.

სესაბამისად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 860,2 აშშ დოლარს შეადგენს.

რამდენიმე დღის წინ, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასმა კლება დაიწყო, რაც ნორვეგიული საწვავით საცავების 71%-ით შევსებამ გამოიწვია. თუმცა, შემდგომ სურათი ისევ საპირისპიროდ შეიცვალა.

ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.

Leave a Reply