მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1,715,9 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (ESCO) ანგარიშში ვკითხულობთ.
დოკუმენტის თანახმად, 505,4 მილიონი კილოვატ საათი, ანუ იმპორტის მთლიანი მოცულობის 29,4% აზერბაიჯანზე მოდის.
რაც შეეხება ტრანზიტს, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტმა 163.6 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა.
ნინო სამადაშვილი