მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანიდან 858.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც ქვეყანას ჯამში 126.6 მლნ აშშ დოლარი დაუჯდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოცემული მაჩვენებელი 19.1%-ით ნაკლებია გასული წელის მონაცემთან შედარებით.
8 თვის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან 78,6 მილიონ დოლარად შეიძინა 148,5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი, რაც 0,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ნინო სამადაშვილი