Author Archives: energy

აშშ-ში ციფრული დოლარის საპილოტე პროგრამებს იწყებენ

აშშ-ში შემდეგი 12 თვის განმავლობაში ციფრული დოლარის 5 საპილოტე პროგრამა ჩაეშვება, რაც შტატებში ამ ტიპის პირველი მცდელობა იქნება. პროექტის მიზანი ფედერალური სარეზერვო სისტემის, იგივე, ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის პოტენციური გამოყენების შემოწმებაა. პირველ ეტაპზე საპილოტე პროგრამებს გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Accenture დააფინანსებს და მასში ჩაერთვებიან ფინანსური ფირმები, საცალო ვაჭრობის კომპანიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მიღებულ მონაცემებს აშშ-ს ხელისფლებაში ციფრული დოლარის განვითარებისთვის გამოიყენებენ. ...

Read More »

Project Syndicate: ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების გამოყენება კრემლის გავლენას ასუსტებს

„რუსეთის შემოსავლის ძირითადი წყაროს დაკარგვამ შეიძლება უახლოეს პერიოდში გამოიწვიოს არასტაბილურობა, განსაკუთრებით თუ კრემლი ამას ავანტიურიზმის მოწვევად მიიჩნევს.“- წერს ავტორი. ბრიტანულმა მედიამ „Project Syndicate“-მა გაავრცელა სტატია, რომელშიც ენერგიის იმპორტის შემცირების მნიშვნელობაზეა საუბარი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რუსეთთან ურთიერთობაში, ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება შესაძლოა, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ეს კი, კრემლის გავლენას ასუსტებს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ძლიერადაა დამოკიდებული. რამდენიმე ქვეყანამ უკვე გამოთქვეს სურვილი ...

Read More »

თურქმენეთმა და ირანმა ნავთობის მოპოვებაში თანამშრომლობის გაფართოების საკითხი განიხილეს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, თეირანში გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის ელჩს ახმეტ გურბანოვსა და ირანის  ნავთობმომპოვებელი კომპანიის Khazar Exploration and Production Company (KEPCO) გენერალურ დირექტორს ალი ოსულს შორის, რომლის დროსაც განიხილეს სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები. KEPCO არის ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის (NIOC) შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 1998 წლის იანვარში. კომპანია ახორციელებს აქტიურ საქმიანობას ნავთობთან და გაზთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხრეთ ...

Read More »

„რეფორმის მთავარი წარმატება იქნება, თუ ჩვენ მივიღებთ სამართლიან საბაზრო ფასს“ – ირინა მილორავა

უკვე ცნობილია, რომ ზაფხულიდან განხორცილდება მორიგი ენერგეტიკული რეფორმა.  კერძოდ, 1 ივლისიდან მუშაობას შეუდგება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა. ბირჟაზე, ანუ ონლაინ პლატფორმაზე, ელექტროენერგიით ვაჭრობას შეძლებენ რეგისტრირებული სუბიექტები. რეფორმის უმთავრესი მიზანი ბაზრის გახსნა და კონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნის პროცესის ხელშეწყობაა. ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურ დირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას. რა სარგებელს უნდა ელოდოს ენერგეტიკული ბაზარი ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებიდან. ბირჟის ...

Read More »

“მაინინგის წყალობით ჩვენი ეკონომიკა გადარჩა” – როგორ მალავენ აპარატურას აფხაზეთში

ელექტროენერგიის მზარდი მოხმარება და ენერგეტიკული კრიზისი აფხაზეთში ძირითადად, კრიპტოვალუტის მომპოვებელ ფერმებს უკავშირდება. ოფიციალური ცნობით, აფხაზეთში რამდენიმე ასეული უკანონო ფერმა დახურეს. ამის მიუხედავად, მათი რაოდენობა მზარდია. რატომ?  აფხაზეთის უფასო რეკლამების ვებ-გვერდებზე ხშირად შეგხვდებათ ასეთი შინაარსის განცხადებები: “მაინინგის სერვერების რემონტი, ქსელთან მიერთება”. მაგალითად, “აფხაზ ავტოს” ვებ-გვერდსა და მის ინსტაგრამ გვერდზე მრავალი განცხადებაა განთავსებული, სადაც კტიპტოვალუტის მომპოვებელი აპარატურა იყიდება. მათ კი, ვინც ალღო ...

Read More »

ინდური პანდემიური ტალღის მიუხედავად, ნავთობი მაინც ძვირდება

ახალი სავაჭრო კვირა ნავთობის გაიაფებით დაიწყო, რასაც ინდოეთში კორონავირუსის ინფექციების რიცხვის ზრდა და OPEC+ მიერ მიწოდების შესაძლო გაზრდა განაპირობებდა. თუმცა, ორშაბათის სავაჭრო დღის მეორე ნახევარში ფასმა ზრდა დაიწყო და ჯერ ბარელში 67 დოლარს (ბრენტი) ასცდა, დღეს კი 69.00 ნიშნულს მიაღწია. ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აშშ-ის და ჩინეთის ეკონომიკები სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინს ქმნის. ინდოეთში ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

რამდენად უსაფრთხოა ნამახვანჰესი?

ქვედა ნამახვანჰესს ბეტონის გრავიტაციული კაშხალი ექნება, რომელიც, სტატისტიკის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კონსტრუქციაა მსოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებს შორის. კაშხლის დაპროექტებაში არაერთი საერთაშორისო კომპანია იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანი – „შტუკი” (Stucky Ltd) მოწინავე საპროექტო და საკონსტრუქტორო შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც დაარსების დღიდან (1926) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. „შტუკი” საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტია კაშხლების უსაფრთხოების დარგში. ამ მიმართულებით იგი თანამშრომლობს ...

Read More »

აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურს ააშენებს

აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას იწყებს, – 230 მვტ სიმძლავრის სადგურის მშენებლობის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა. განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები. energynews-ი წერს, რომ ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ “ინვესტიციის ხელშეკრულებითა” და “ენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ქმედებების განხორციელება. ამასთან, უნდა იქნას მიღებული ზომები ენერგეტიკის სამინისტროსთვის მუდმივი სარგებლობის პირობით, ბაქოსა ...

Read More »

გერმანელმა ეკოლოგებმა სარჩელი შეიტანეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ

გერმანიის ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების კავშირმა (NABU) ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გაზსადენ„ჩრდილოეთის ნაკადის 2“-ის წინააღმდეგ. სარჩელი შეეხება გაზსადენის ჯერაც დაუმთავრებელ მონაკვეთს უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში. ეს არ არის გერმანელი ეკოლოგების სასამართლო სარჩელის პირველი შემთხვევა. აპრილის დასაწყისში გერმანიის საზღვაო ნაოსნობისა და ჰიდროგრაფიის ფედერალურმა უწყებამ უარყო გაზსადენის ბოლო მონაკვეთის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული მათი პროტესტი. NABU- ს პრეზიდენტის, იორგ-ანდრეას კრიუგერის, აზრით, „ჩრდილოეთის ...

Read More »
რა ცვლილებები შეეხება სოციალური გაზის ტარიფს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად გაიზარდა. ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 286 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაზის ფასები იზრდება გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების შემცირების ფონზე. მიმდინარე კვირის განმავლობაში, მისი მიწოდება 8 პროცენტით შემცირდა, აპრილის წინა დღეებთან შედარებით. ასევე შემცირდა მიწისქვეშა სათავსების საწვავით მომარაგების დონეც. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ისინი დღეში არაუმეტეს 0,1 პროცენტით ივსება. საცავებში თხევადი ...

Read More »