ქვედა ნამახვანჰესს ბეტონის გრავიტაციული კაშხალი ექნება, რომელიც, სტატისტიკის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კონსტრუქციაა მსოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებს შორის.
კაშხლის დაპროექტებაში არაერთი საერთაშორისო კომპანია იყო ჩართული. ერთ-ერთი მათგანი – „შტუკი” (Stucky Ltd) მოწინავე საპროექტო და საკონსტრუქტორო შვეიცარიული კომპანიაა, რომელიც დაარსების დღიდან (1926) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. „შტუკი” საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ექსპერტია კაშხლების უსაფრთხოების დარგში. ამ მიმართულებით იგი თანამშრომლობს არა მარტო კერძო კომპანიებთან, არამედ სახელმწიფოებთანაც.
გია ყალაბეგიშვილი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი: “ჩვეულებრივ, ხდება ჰიდროტექნიკური ნაგებობების გაანგარიშება როგორც ნორმალური, ისე განსაკუთრებული დატვირთვების პერიოდებისთვის. განსაკუთრებული დატვირთვის პერიოდი გულისხმობს წყალდიდობის გატარებასა და სეისმურ ზემოქმედებას. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ნამახვანჰესი ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. ობიექტი აბსოლუტურად საიმედო – აქ ორი აზრი არ არსებობს“.
წყარო: “ენერგომომავალი”