მიმდინარე წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად გაიზარდა. ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 286 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ გაზის ფასები იზრდება გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების შემცირების ფონზე. მიმდინარე კვირის განმავლობაში, მისი მიწოდება 8 პროცენტით შემცირდა, აპრილის წინა დღეებთან შედარებით.
ასევე შემცირდა მიწისქვეშა სათავსების საწვავით მომარაგების დონეც. ოფიციალური მონაცემების თანახმად, ისინი დღეში არაუმეტეს 0,1 პროცენტით ივსება.
საცავებში თხევადი ბუნებრივი აირის ნაკლებობა ევროპამ კიდევ უფრო მძაფრად განსაკუთრებულად ცივი ზამთრის ფონზე შეიგრძნო.
ნინო სამადაშვილი