Author Archives: energy

სად, რა ღირს ბენზინი – მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემები

სად, რა ღირს ბენზინი – მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემები

2016 წლის 11 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ერთი ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0,98 ამერიკული დოლარია. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები შორის სხვაობა დიდია. დაცულია ძირითადი პროპორციებიც. როგორც წესია, „მდიდარ“ ქვეყნებს ბენზინზე მაღალი ფასი აქვთ დაწესებული, ხოლო  „ღარიბ“ ქვეყნებსა და ნავთობის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებს დაბალი.  გამონაკლისი, მხოლოდ, ამერიკის შეერთებული შტატებია. როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო ბაზრაზე ყველა ქვეყანა თანაბარ ფასებში ყიდულობს ბენზინს. ფასებს შორის ...

Read More »
„აფბა“ ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს საფასო პოლიტიკას გადახედონ

„აფბა“ ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს საფასო პოლიტიკას გადახედონ

„ახალგაზრდა ფონანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -აფბა“  მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს აფასებს და  ქართულ საწვავის იმპორტიორ კომპანიებს მოუწოდებს, მოახდინონ მსოფლიო ტენდენციების ასახვა ქართულ ბაზარზე. როგორც „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, ბოლო ორ კვირაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა, ქართულ საწვავის ბაზარზე კი ფასები უცვლელი დარჩა. „მსოფლიო ბაზარზე ბარელი, ნავთობის ფასი 30 დოლარამდე დაეცა. ბაზარზე ბოლო დროს ფასების ვარდნა რამდენიმე ...

Read More »
გაზპრომის მიზანია, საქართველოდან აზერბაიჯანული გაზის გააძევოს

გაზპრომის მიზანია, საქართველოდან აზერბაიჯანული გაზის გააძევოს

გაზპრომის რეალური მიზანი რუსეთის მოკავშირის, სომხეთის გაზით მომარაგება და შემდეგ ეტაპზე, ქართული ბაზრიდან აზერბაიჯანული გაზის გაძევება და აზერბაიჯანული პროექტების დახურვაა. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ელჰან ალესკეროვი სააგენტო „ტრენდის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საკუთარ სტატიაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ კახა კალაძემ „გაზპრომის“ პრეზიდენტ ალექსეი მილერს საქართველოს გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება თავად შესთავაზა. „ყველაფერი დაიწყო გასული წლის სექტემბერში ბრიუსელში, როცა კახა კალაძესა და ...

Read More »
„გაზპრომის“ თემის ირგვლივ შექმნილმა აჟიოტაჟმა შესაძლოა ბიზნესი დააზარალოს

„გაზპრომის“ თემის ირგვლივ შექმნილმა აჟიოტაჟმა შესაძლოა ბიზნესი დააზარალოს

რუსეთიდან გაზის იმპორტიორი ქართული კომპანია ,,გაზპრომსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის დაწყებული მოლაპარაკებების თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებების ირგვლივ წარმოქმნილმა აჟიოტაჟმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათი და სხვა კერძო კომპანიების საქმიანობის სტაბილურობასა და საიმედოობას ბუნებრივი აირის მოწოდების თვალსაზრისით. „ჯეოტრანსგაზის“ განცხადებით, მას საქართველოში „გაზპრომის“ გაზი 2015 წლიდან შემოაქვს. „შპს „ჯეოტრანსგაზს“ გაფორმებული აქვს პირდაპირი კონტრაქტი შპს „გაზპრომექსპორტთან“ და 2015 წლიდან აწარმოებს ბუნებრივი ...

Read More »
შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდა 13 იანვარი

შანჰაიში მსოფლიოს მეორე უმაღლესი ცათამბჯენი აშენდა

მშენებლობის დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ, შანჰაიში დასრულდა ჩინეთში უმაღლესი, მსოფლიოში კი მეორე უმაღლესი ცათამბჯენის, „შანჰაი ტაუერის“ აღმართვა. შენობის სიმაღლე 632 მეტრია და მისი აგება სულ 2.4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაჯდა. ცათამბჯენს ხრახნისებრი დიზაინი აქვს და ძირიდან კენწერომდე, 120 გრადუსით არის „მოგრეხილი“. ასეთი დიზაინი იმისთვის შეირჩა, რომ შენობის სტრუქტურაზე ძლიერი ქარის ზეწოლა შემცირებულიყო. „შანჰაი ტაუერი“ საერთაშორისო კომპანია „გენსლერმა“ ააშენა. ცათამბჯენს მსოფლიოში ...

Read More »
გია ვოლსკი

გია ვოლსკი – კალაძემ “გაზპრომის” თაობაზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა

კახა კალაძემ “გაზპრომთან” მოლაპარაკების თაობაზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. “ვფიქრობ კალაძემ ძალიან წარმატებულად გაართვა თავი და ყველა შეკითხვას ამომწურავად გასცა პასუხი. მოლაპარაკებები დამთავრების სტადიაშია, თუ არ დამთავრდა და ვფიქრობ ენერგეტიკის სამინისტროს არ გაუჭირდება პასუხი გასცეს ყველა კითხვას. მე არ მსურს, რომ ეს თემა, რომელიც არის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი, ...

Read More »
საქართველომ შესაძლოა არსებული რუსული გაზიც დაკარგოს

საქართველომ შესაძლოა არსებული რუსული გაზიც დაკარგოს

„გაზპრომთან“ და „სოკართან“ საქართველოს ურთიერთობის თემას რუსული „კომერსანტი“ აშუქებს სტატიით, რომლის სახელწოდებაცაა „საქართველო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაიჭედა“. სტატიაში მოყვანილია ექსპერტის, Small Letters–ის ხელმძღვანელის ვიტალი კრიუკოვის შეფასება, რომლის თანახმად „გაზპრომისთვის“ საქართველო, რომლის მოხმარებაც წელიწადში 3 მილიარდზე ნაკლებია, ვერ გახდება მსხვილი ბაზარი, თუმცა ახლა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი. ექსპერტი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ შეძლებს საქართველოში საექსპორტო ...

Read More »

კომპანია AGL მაღალმთიან აჭარაში ბიზნეს პროექტების დაფინანსებას იწყებს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ (AGL) შუახევიჰესის კასკადის მშენებლობის პარალელურად, აჭარაში არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. რაც ყველაზე საინტერესოა, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია, არ გულისხმობს მოკლევადიან ეფექტებზე გათვლილ ჩართულობას, AGL მიზანი, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობაში ისეთი უნარჩვევების ჩამოყალიბებაა, რაც სამომავლოდ მათი საქმიანობის წარმატებას განაპირობებს. კომპანიამ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, უზრუნველყო ტრენინგების ჩატარება ...

Read More »
აფბა: მთავრობა აზერბაიჯანული "სოკარის" ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობს

აფბა: მთავრობა აზერბაიჯანული “სოკარის” ტყვეობიდან თავის დაღწევას ცდილობს

საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსის, ანდრია გვიდიანის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ “გაზპრომთან” მოლაპარაკებების დაწყების შესახებ დისკუსიაში, ქვეყნის ბუნებრივი აირის ბაზარზე პრაქტიკული მონოპოლისტი, – “სოკარ ჯორჯიაც” ჩაერთო, და განცხადებები კომპანიის ხელმძღვანელმა მაირ მამედოვმა გააკეთა. “მამედოვი, პრაქტიკულად, უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას და აცხადებს, რომ საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას ნებისმიერი მოთხოვნის პირობებში, “სოკარი” სრულად უზრუნველყოფს. თუმცა, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მიუხედავად ქართული მხარისა და ...

Read More »
20 იანვრიდან ჭიათურის მაღაროებში მადნის მოპოვება შეწყდება

20 იანვრიდან ჭიათურის მაღაროებში მადნის მოპოვება შეწყდება

11 იანვარს, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მფლობელმა კომპანიამ “ჯორჯიან მანგანეზმა”, 20 იანვრიდან 20 მაისამდე,  მაღაროებში მადნის მოპოვების შეწყვეტა დაანონსა. კომპანიის ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მანგანუმის საბაზრო ფასის დაცემას ასახელებს და აცხადებს, რომ მაღაროელებს იანვრიდან – მაისამდე ხელფასის 60% აუნაზღაურდებათ, გააგრძელებენ სამედიცინო დაზღვევის პაკეტით სარგებლობას და ასევე, იმ მუშებს, რომლებსაც სესხი აქვთ გამოტანილი, კომპანია საპროცენტო განაკვეთს დაუფარავს. შეგახსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილების ...

Read More »