კომპანია AGL მაღალმთიან აჭარაში ბიზნეს პროექტების დაფინანსებას იწყებს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ (AGL) შუახევიჰესის კასკადის მშენებლობის პარალელურად, აჭარაში არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

რაც ყველაზე საინტერესოა, კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია, არ გულისხმობს მოკლევადიან ეფექტებზე გათვლილ ჩართულობას, AGL მიზანი, პირველ რიგში, ადგილობრივ მოსახლეობაში ისეთი უნარჩვევების ჩამოყალიბებაა, რაც სამომავლოდ მათი საქმიანობის წარმატებას განაპირობებს. კომპანიამ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, უზრუნველყო ტრენინგების ჩატარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბიზნეს გეგმების შემუშავება, საპროექტო წინადადების მომზადება, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო რეგულაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების შესახებ.

4e3304ec-b001-4343-b072-98c108768f55

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, AGL–მა გადაწყვიდა წაახალისოს ადგილობრივების ინიციატივები, რითაც ადგილებზე სტიმული მიეცემა სხვადასხვა მცირე ბიზნესაქტივობების გაჩენას.

პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც AGL-სა და „დემოკრატიის ინსტიტუტი“-ს წარმომადგენლებმა, პროექტის შესახებ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების, საჯარო სკოლების, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების, შსს-ს ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პროექტის ფარგლებში, სამიზნე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებს ხელი შეეწყობათ თვითდასაქმების უნარების გამომუშავებასა და საოჯახო საწარმოების (ბიზნესის) ჩამოყალიბებაში. ერთი გრანტის ოდენობა 1000 ლარიდან – 22.000 ლარამდე იქნება. პროექტი განხორციელდება შემდეგ სოფლებში: შუახევის მუნიციპალიტეტი: ახალდაბა, ჩანჩხალო, მახალაკიძეები. ხულოს მუნიციპალიტეტი: დიდაჭარა, დიაკონიძეები, ღურტა, იაკობაძეები, ვაშლოვანი, წაბლანა, წაბლიანი.

4f34342b-6372-4a97-a1ed-751a45795e06

იანვრის ბოლოდან კომპანია წარმატებული საპროექტო წინადადების დაფინანსებას იწყებს. პრიორიტეტული დარგები იქნება სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები და სურსათის წარმოება.

,,აჭარისწყალი ჯორჯია“ წარმოადგენს მაღალი სოციალური პასუხსმგებლობის კომპანიას. ჩვენი პრიორიტეტია დავეხმაროთ მაღლმთიან აჭარას გრძელვადიან განვითარებაში, ყოველდღიურად ვცდილობთ, ჩვენს მიერ განხორციელებული თითოეული პროექტით, რეალური სარგებელი მოვუტანოთ მაღალმთიან რეგიონს, პროექტის არეალში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. შესაბამისად. ყველა სოციალური პროექტი სწორედ თითოეული ადგილობრივის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა მიწის და სოციალურ საკითხთა დირექტორმა ზვიად დიასამიძემ.

Leave a Reply