Author Archives: energy

წელს, "გროს ენერჯი ჯგუფის" პროექტებით 32 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება

წელს, “გროს ენერჯი ჯგუფის” პროექტებით 32 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება

2016 წლის ბოლომდე “გროს ენერჯი ჯგუფის” პროექტებით 32 მცირე ჰესის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ “ბიზნესკონტაქტს” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანგული ტყებუჩავამ განუცხადა. მისი განმარტებით, 32 მცირე ჰესის აშენებამდე “გროს ენერჯი ჯგუფმა” ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები განახორციელა და ამჟამად, ეს დოკუმენტები განსახილველად ენერგეტიკის სამინისტროს აქვს. “დოკუმენტების განხილვა ალბათ, უახლოეს დღეებში დასრულდება და პროექტების განვითარების მეორე ეტაპი – მშენებლობის მემორანდუმების გაფორმება დაიწყება. ამ 32 პროექტის ...

Read More »
ელექტროენერგეტიკის სექტორში ინვესტორებისთვის ახალი სატარიფო პოლიტიკა მუშავდება

ელექტროენერგეტიკის სექტორში ინვესტორებისთვის ახალი სატარიფო პოლიტიკა მუშავდება

ენერგეტიკის სამინისტრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გენერაციის სექტორში ინვესტორებს ახალ სატარიფო პოლიტიკას შესთავაზებს. ამის შესახებ “ბიზნესკონტაქტს” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით სიახლეების საჭიროება საქართველოში ჰიდროენერგეტიკის განვითარების მასშტაბებმა განაპირობა. “ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის პროექტები, რომლებიც ახლა განვითარების ეტაპზეა და ყველა ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს მათ მიმართ გააჩნია, შესრულდება, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო ...

Read More »
გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა. როგორც შემთხვევის ადგილიდან 2030.news-ის რეგიონული კორესპონდენტი იუწყება, დაშავებულები არ არიან, თუმცა არსებობს აალების საფრთხე, რადგან საწვავი მაგისტრალზე იღვრება. მაგისტრალი პატრულისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადებს გადაკეტილი აქვთ. როგორც გურჯაანის სამაშველო სამსახურის უფროსი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, ბენზინმზიდის ამოტრიალების მიზეზი ჯერ უცნობია. მისივე ინფორმაციით, მანქანა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ეკუთვნის. წყარო: 2030.news

Read More »
"გროს ენერჯი ჯგუფი": საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია

“გროს ენერჯი ჯგუფი”: საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია

„გროს ენერჯი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ანგული ტყებუჩავას განცხადებით, საქართველოში ჰიდროენერგეტიკული პროექტების ინჟინრების დეფიციტია. როგორც “ბიზნესკონტაქტს” ანგული ტყებუჩავამ განუცხადა, კომპანიას სპეცილიასტების მოძიება უჭირს და ამიტომ საკუთარი ხარჯებით კადრების გადამზადებას ახორციელებს და 2011 წლიდან დღემდე 12 ახალგაზრდა გეოლოგი გადაამზადა. “ძალიან რთული სიტუაციაა კადრებთან დაკავშირებით. მათ მომზადებაში გარკვეული წყვეტა მოხდა. ჩვენ მზად ვართ, რომ დღეს კარგი სპეციალისტი მივიღოთ და მაღალი ანაზღაურება გადავუხადოთ. მაგალითად, ...

Read More »
"სოკარის" მონოპოლია შეირყა და ავტოგაზის ფასებიც შემცირდა

“სოკარის” მონოპოლია შეირყა და ავტოგაზის ფასებიც შემცირდა

აზერბაიჯანულმა კომპანიამ 1000 კუბურ მეტრზე გაზის საფასური 44 დოლარით შეამცირა, რაც სამომხმარებლო ტარიფზე 10 თეთრით აისახა. რომ არა საქართველოს მთავრობის პრინციპული დამოკიდებულება, საავტომობილო აირი ახლაც ძვირად გასაღდებოდა. კომპანია “ველოგაზ პლუსის” დირექტორი როინ ნოზაძე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიამ 1000 კუბ.მ-ზე გაზის საფასური 44 დოლარით შეამცირა, რაც სამომხმარებლო ტარიფზეც შესაბამისად აისახა. მისი ინფორმაციით, ადრე 1000 კუბ.მ გაზს 316 დოლარად ყიდულობდნენ, ახლა კი ...

Read More »
„თელასმა“ ერთ წელში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 10%-ით გაზარდა

„თელასმა“ ერთ წელში ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი 10%-ით გაზარდა

კომპანია „თელასმა“ 2016 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 719 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,3% (61 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (658 მილიონი კვტ*სთ). ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 3,4% (18,4 ათასით) ზრდამ გამოიწვია. 2016 წლის იანვარ-მარტში 2015 წლის პირველ ...

Read More »
პრემიერი: საქართველო მიესალმება კორეული K Water-ის განხორციელებულ ინვესტიციებს

პრემიერი: საქართველო მიესალმება კორეული K Water-ის განხორციელებულ ინვესტიციებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ასევე თბილისში წყალდიდობის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პოტენციალი დიდია, რასაც ხელს შეუწყობს კორეის რესპუბლიკის ...

Read More »
„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აწჰესის ჰიდროაგრეგატის განახლება დაასრულა

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აწჰესის ჰიდროაგრეგატის განახლება დაასრულა

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აწჰესის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, აჭარაში აწის ჰიდროელექტროსადგურის ჰიდროაგრეგატის სრული განახლება წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელთა შედეგად ჰესის დადგმული სიმძლავრე 16 მგვტ-დან 18,4 მგვტ-მდე გაიზარდა. რეკონსტრუქციის პროექტი 2014 წლის მიწურულს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობამ 12 მლნ ლარამდე შეადგინა. განახლებული ჰიდროაგრეგატი დღეს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ...

Read More »
რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

რატომ უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხი საქართველოში

მაისიდან საქართველოში ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება – გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური განახორციელებს. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს. ნავთობკომპანიებს მოულოდნელად, შერჩევითი წესით, მთელი საქართველოს ...

Read More »
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფიჩორას მიმდებარე ტერიტორიაზე ჭარბი წყლის მოცილების მიზნით  სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს. სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნო. სამინისტროს ცნობით, სამუშაოები 2017 წელს დასრულდება, რის შემდეგაც, 2 900 ჰექტარ მიწის ფართობზე მოხდება ჭარბი წყლის მოცილება და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა აღნიშნული ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებას შეძლებს. პროექტის ღირებულება 1 272 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს  შპს “საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს. „სოფლის მეურნეობის ...

Read More »