Author Archives: energy

აშშ-ის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ პროექტის მშენებლობის წინააღმდეგ შესუსტდა

მთავარი მოვლენა: 2021 წლის 8 ივნისს სენატში გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიასთან ერთად იმუშავებს, რათა „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მილსადენის მშენებლობის დასრულების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი ნეგატიური გავლენა შეამსუბუქოს. მოვლენა დეტალურად: ვაშინგტონმა გერმანიასთან ურთიერთობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად  მაისის ბოლოს აღარ გაავრცელა სანქციები მილსადენის მშენებელი კომპანიისა (Nord Stream 2) და მისი გენერალური დირექტორის, მატიას ვარნიგის წინააღმდეგ. თეთრი სახლის პოზიცია ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტი 68%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა 9 მილიარდ 174 მილიონ 562 ათასი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივი აირი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულებამ 1 მილიარდ 335 მილიონ 749 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 68%-ით გაიზარდა, ხოლო მისი ღირებულება – ...

Read More »

“ემპაირ სთეით ბილდინგი” სრულად განახლებადი ენერგიით მომარაგდება

თითქმის 100 წლის განმავლობაში “ემპაირ სთეით ბილდინგი” წარმოადგენს შეერთებული შტატების ეკონომიკური ძალაუფლების სიმბოლოს. ემპაირ სტეიტ ბილდინგი, უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარი საოფისე ცენტრია და ასევე ერთ – ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ატრაქციონი ქალაქში. ცათამბჯენი ითვლება ქვეყნის სიდიდით მეორე საოფისე შენობად, მხოლოდ აშშ-ს სამხედრო დეპარტამენტის – პენტაგონის შემდეგ. უახლეს ინფორმაციაზე დაყრდნობით ეს შენობა ასევე შეიძლება ჩაითვალოს მდგრადი ენერგიის მომავლის შუქურად. Empire State Realty ...

Read More »

“თუ დავინახავთ, რომ 1 იანვარს ბირჟის ამოქმედება ახალ გამოწვევებს წარმოშობს, ვიმსჯელებთ მის შემდგომ გადავადებაზეც”

„დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ ენერგეტიკული ბირჟის საკითხთან დაკავშირებით, დაახლოებით 10 დღეში, ცალკე შეხვედრა გაიმართება“, – ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის საკითხისადმი იმდენად დიდია ინტერესი, რომ ცალკე შეხვედრა დაიგეგმა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლოს შედგება. „საბჭოს წევრები ამ პერიოდში ბირჟისგან, სემეკისგან, ბაზრის მონაწილეებისგან მიიღებენ მაქსიმალურ ინფორმაციას ...

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

მსოფლიოს 10 უმსხვილესი ნავთობკომპანიის ერთობლივი შემოსავალი 387 მილიარდ დოლარს აღწევს

მსოფლიოს ათმა უმსხვილესმა სახელმწიფო ნავთობკომპანიამ განაცხადა 2021 წლის პირველი კვარტლისთვის 46 მილიარდი დოლარის ოდენობით საერთო მოგებაის შესახებ. წერს “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საქმე ეხება კომპანიებს:  ExxonMobil, Chevron, Total, Shell, BP, Eni, Equinor, Lukoil, Rosneft და Saudi Aramco, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი ერთობლივი მოგება 8,5 მლრდ დოლარით ნედლეულზე უფრო ხელსაყრელი საფასო კონიუნქტურის გამო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში BP–მა აჩვენა მოგების ყველაზე დიდი ზრდა – 4.7 მილიარდი ...

Read More »

სემეკის ინიციატივით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა. კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებული სიახლეები, რომლებიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, იმსჯელეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   15 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა.   კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.99 (+  0,13) დოლარი/ბარელზე.   ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.12 (+ 1.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ნაძალადევის რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მოლითის ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, კლდეკარის, ზღვისუბნის და ბეშენოვის  ქუჩების მოსახლეობას; 10:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 11:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, დიდი დიღმის III, ...

Read More »

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორის ოფიციალური განცხადება ნამახვანჰესზე

ევროპის ენერგეტიკული საბჭო ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ხელმძღვანელის დირკ ბუშლეს მიერ გამართული მედიაციის პირველ რაუნდს აჯამებს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხეობაში ვითარების განმუხტვა, რაც ხელისუფლების მხრიდან ბარიერების მოხსნასა და გუშაგების მხრიდან ბლოკირებაზე უარის თქმაში უნდა გამოიხატოს. მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ...

Read More »

“ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები”

9 ივნისს, მასაჩუსეტსის სენატორმა ელიზაბეტ უორენმა კომიტეტში მოსმენისას ბიტკოინი გააკრიტიკა. ”ბიტკოინის მოპოვება მოითხოვს იმდენ კომპიუტერულ აქტივობას, რომ იგი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე მთელი რიგი ქვეყნები. კლიმატის კრიზისთან ბრძოლისთვის ყველაზე მარტივი, რისი გაკეთება შეგვიძლია, ეს არის კრიპტოვალუტების აღკვეთა ”, – დაწერა უორენმა მოსმენის შემდეგ ტვიტერზე. ის არ არის პირველი, ვინც კრიპტოვალუტის ფერმებს აკრიტიკებს და მათ მეპატრონეებს გარემოს ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც ...

Read More »