საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ექსპორტი 68%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-მაისში აზერბაიჯანმა 9 მილიარდ 174 მილიონ 562 ათასი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივი აირი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია საბაჟო სახელმწიფო კომიტეტის სტატისტიკის დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის ღირებულებამ 1 მილიარდ 335 მილიონ 749 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 68%-ით გაიზარდა, ხოლო მისი ღირებულება – 28,6%-ით.

Leave a Reply