Author Archives: energy

აზერბაიჯანმა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით 6%-ით მეტი ბუნებრივი აირი აწარმოა

2020 წელს აზერბაიჯანმა 25.8 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემებზე. მთლიანობაში, 2020 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის რეზერვების საერთო რაოდენობა 2.5 ტრილიონ კუბურ მეტრს აღწევს. BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის ყოველწლიური სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, 2020 წლის ბოლოსათვის მსოფლიო ბუნებრივი აირის მარაგი 188.1 ტრილიონ კუბურ მეტრს უტოლდება. აზერბაიჯანზე კი მთელი მოცულობის 1.3 პროცენტი მოდის. BP-ის ...

Read More »

OPEC 2021-2022 წლებში ნავთობზე მოთხოვნის ზრდას მოელის

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) პროგნოზირებს, რომ ნავთობზე გლობალური მოთხოვნა 2021-2022 წლებში გაიზრდება. OPEC-ის პროგნოზით, 2021 წელს ზედიზედ მესამე თვეა ნავთობზე მოთხოვნა დღეში 6 მილიონი ბარელით იზრდება და 2022 წელს მოთხოვნის ზრდა 3,3 მილიონი ბარელით არის მოსალოდნელი. 2022 წლის მეორე ნახევარში ნავთობზე მთლიანი მოთხოვნა  საშუალოდ დღეში 99,86 მლნ ბარელი იქნება.

Read More »

ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი სრულად აიკრძალა

ანჰუის პროვინციის ხელისუფლებამ, რომელიც ბიტკოინის მაინინგის უკანასკნელ თავშესაფარს წარმოადგენდა, კრიპტოვალუტების მოპოვების სრული აკრძალვის ბრძანება გამოსცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება. ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ციფრული ვალუტის წარმოების სრულ აკრძალვას მიაღწია. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ანჰუიში ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების მოპოვება “ელექტროენერგიის მწვავე უკმარისობის გამო” უნდა შეწყდეს. ჩინური მედიის  ცნობით, უახლოეს დღეებში, ყველა სამთო მეურნეობა ეტაპობრივად გაითიშება. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ეს ზომები ტარდება ენერგიის ...

Read More »

აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 4%-ით შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად შეადგინა 17 მილიონი 176.8 ათასი ტონა, რაც 4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისის თვეებში აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ შეადგინა 20 მილიარდ 355,3 მილიონი კუბური მეტრი (ზრდა 5,1%). 2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ გაზის კონდენსატთან ერთად  შეადგინა 34 მილიონი ...

Read More »

ჯო ბაიდენი: ენერგორესურსები კრემლის იარაღად არ უნდა იქცეს

ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია ერთიანები არიან იმაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება ენერგორესურსები მეზობლების წინააღმდეგ იარაღად გამოიყენოს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს. მოლაპარაკებებზე რუსეთთან ურთიერთობა და “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის ბედი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ერთად ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   15 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.47  (-  1.29 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.65 (- 1.48)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
რამდენად სამართლიანია ელექტროენერგიის ტარიფები?

დღეს თბილისის რამოდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება

დღეს, 16 ივლისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. დიდუბის რაიონი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის  გამზირის, თორნიკე ერისთავის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის,  სანაპიროს, თევდორე მღვდლის, ნონა გაფრინდაშვილის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე ...

Read More »
საქართველოში მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება

აზერბაიჯანში მზის ენერგიის წარმოება 15%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა აწარმოა 1 მილიარდ 203,2 მილიონი მანათის ღირებულების  ელექტროენერგია, გაზი და ორთქლი. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. წყალმომარაგებისა და ნარჩენების გადამუშავების სექტორში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 11,2%-ით გაიზარდა და 198,4 მილიონი მანეთი შეადგინა. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა აწარმოა 12 მლრდ 373.1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

სემეკმა 8 გაზგამანაწილებელი კომპანია დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო, ბუნებრივი გამანაწილებელი 8 მცირე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. თითოეულ კომპანიას 5 000 ლარიდან 50 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმა განესაზღვრა, რამაც ჯამში 130 000 ლარი შეადგინა. დარღვევების აღმოსაფხვრელად კომპანიებს ერთ თვიანი ვადა მიეცათ. 15 ივლისის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა შპს „გაზმშენის“, შპს „მამედის“, შპს „გაზტრანს სერვისის“, შპს ...

Read More »

IEA: მიდინარე წელს, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 5%-ით გაიზრდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 2021 წელს 5%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი – 4%-ით. ”უკანასკნელი მონაცემებით, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2020 წელს, COVID-19 პანდემიის ზემოქმედების შედეგად, დაახლოებით 1%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზრდება თითქმის 5%-ით, ხოლო 2022 წელს კიდევ 4%-ით”, – მოცემულია IEA-ს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის ივლისის ანგარიშში. სააგენტო აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნაზე ზრდას მეტწილად ადგილი ექნება ...

Read More »