მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აზერბაიჯანმა აწარმოა 1 მილიარდ 203,2 მილიონი მანათის ღირებულების ელექტროენერგია, გაზი და ორთქლი.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
წყალმომარაგებისა და ნარჩენების გადამუშავების სექტორში წარმოებული პროდუქციის მოცულობა 11,2%-ით გაიზარდა და 198,4 მილიონი მანეთი შეადგინა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა აწარმოა 12 მლრდ 373.1 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აქედან, 11 მილიარდ 986.1 მილიონი კვტ/სთ იყო კომერციული ელექტროენერგია, რაც 2.9%-ით მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აქედან 755.5 მილიონი კვტ/სთ მოდის ჰესების წარმოებაზე, რაც 13.5%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით.
11 მილიარდ 159.1 მლნ კვტ/სთ კი თბოელექტროსადგურებისგანაა ნაწარმოები, რაც 2.3%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.
საანგარიშო პერიოდში, აზერბაიჯანში 45,9 მილიონი კვტ/სთ ქარის ელექტროენერგია იქნა წარმოებული, რაც 13,6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი ნახევარში.
იანვარ-ივნისში ქვეყანამ 25,6 მილიონი კვტ/სთ მზის ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 14,8%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ნინო სამადაშვილი