Author Archives: energy

Lamborghini-მ ჰიბრიდული ძრავის მქონე სუპერმანქანა გამოუშვა

იტალიურმა ავტომწარმოებელმა ჰიბრიდული ძრავის მქონე განახლებული Lamborghini Countach წარადგინა. შეზღუდული რაოდენობით გამოსული მოდელის ოფიციალური სახელწოდებაა Countach LPI 800-4, ანუ Longitudinale Posteriore Ibrido, რაც გრძივ უკანა ჰიბრიდს ნიშნავს. განახლებულ Lamborghini Countach-ს 769 ცხენის ძალის სიმძლავრის 6.5 ლიტრის ტევადობის თორმეტცილინდრიანი შიდა წვის ძრავი და 33 ცხენის ძალის სიმძლავრის 48-ვოლტიანი ელექტროძრავი აქვს, რის გამოც, „სუპერქარისთვის“ დამახასიათებელი ხმის გამოცემა ახალ ლამბორგინისაც შეეძლება. მანქანა 0-100 კმ/სთ ...

Read More »

ჩინეთი მოსახლეობას მოუწოდებს ბიტკოინისგან “თავი შორს დაიჭირონ”

ჩინეთის სახალხო ბანკის განცხადებით,  კრიპტოვალუტებით ტრანზაქციები სპეკულაციაა. ამის შესახებ გამოცემა People Daily წერს. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მოსახლეობას მოუწოდებს ბიტკოინისგან “თავი შორს დაიჭირონ”. ”ცენტრალური ბანკი შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად  კრიპტოვალუტის უცხოური ბირჟებისა და ადგილობრივ ტრეიდერების  წინააღმდეგ სპეციალურ ზომებს მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში. მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ხელისუფლებას, თუ გაიგებენ ციფრული აქტივებით უკანონო გარიგებების შესახებ. წყარო: report.ge

Read More »

სემეკი ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნას ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადების გახანგრძლივებას განიხილავს

2 სექტემბერს, საჯარო სხდომაზე კომისია განიხილავს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნებს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. 2 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგი განთავსებულია შემდეგ ლინკზე: https://gnerc.org/…/skhdomis-dghis…/meetingtext/122… =ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომელთა საკითხებიც განიხილება 2 სექტემბრის სხდომაზე და შეეხება გამანაწილებელ ქსელზე მიერთების/სიმძლავრის გაზრდის ვადებს, კომისია სთავაზობს მოსაზრებების დაფიქსირებას შემდეგი ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org. ელექტრონული ...

Read More »

ერაყი ნავთობის ექსპორტს ზრდის

ერაყის ნავთობის ექსპორტის საშუალო დღიური მოცულობა ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით 0.9% -ით გაიზარდა, 2.918 მილიონ ბარელამდე დღეში, ერაყის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOMO) ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ივნისის თვის ბოლოს ერაყიდან ნავთობის მიწოდების საშუალო დღიურმა მოცულობამ შეადგინა 2,892 მილიონი ბარელი დღეში. შედეგად, ერაყიდან ივლისის თვეში  ექსპორტირებულ იქნა 90,468 მილიონი ბარელი ნავთობი, ხოლო ივნისში 86,766 მილიონი ბარელი. ბასრას საბადოებიდან ექსპორტის ...

Read More »

“#არაიმჰესებს, სადაც თეა გოდოლაძის ინტერესები დაკონტრაქტებული არ არის”

“ენერგეტიკული მომავალი” გიორგი ცაგარეიშვილის წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “13 აგვისტოს ვწერდი, იმდენად საინტერესო და აზარტული გახდა თეა გოდოლაძის მოძრაობები, მათ შორის, მედია-მოძრაობები (ერთადერთი ჩინოვნიკია, ვისაც რუსეთის სახელმწიფოს მედია-რესურსის – „სპუტნიკის“ მედია-ცენტრში აქვს გამართული პრესკონფერენცია), რომ მასზე დაკვირვებას მომავალშიც ხალისით განვაგრძობ მეთქი. ჰოდა, ასეც მოვიქეცი. დავაკვირდი, არც ბევრი დრო დამითმია მაინცადამაინც, ზედაპირზეა ყველაფერი, პირდაპირ დევს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ...

Read More »

BTC-ით სატრანზიტო ნავთობის ტრანსპორტირება 21%ით შემცირდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით 20 მილიონი 366.1 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა შემცირდა 3%-ით. ტრანსპორტირების 74,9% ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენზე მოდის. იანვარ-ივლისში BTC-ით 15 მილიონი 244.4 ათასი ტონა ნავთობი იყო ტრანსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9% -ით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში BTC–ით ნავთობის ტრანზიტმა 1 ...

Read More »

Maersk ნახშირბადისაგან ნეიტრალურ, მეთანოლზე მომუშავე გემებში 1.4 მილიარდ დოლარს დახარჯავს

სამშაბათს დანიურმა კომპანია Maerk-მა განაცხადა, რომ ის 8 ახალ დიდ გემს შეუკვეთავს, რომელთაც ნახშირბადისაგან ნეიტრალურ საწვავზე, მეთანოლზე მუშაობა შეეძლებათ. კონტეინერების გადამზიდი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის განცხადებით, ფირმის ახალ გემებს სამხრეთ კორეული მწარმოებელი Hyundai Heavy Industries ააშენებს და მათი ტევადობა 16,000 კონტეინერი იქნება. სხვადასხვა ანგარიშის მიხედვით, თითოეული გემის ღირებულება 175 მილიონი აშშ დოლარი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება კი კომპანიას ჯამში 1.4 მილიარდი აშშ ...

Read More »

ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  26 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.07 (- 1.18)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.42 (- 0.94)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს. გეგმური სამუშაოების გამო ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას. ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მოსახლეობას. ასევე გეგმური სამუშაოების გამო გლდანის რაიონში, 10:00 ...

Read More »

ათი პროექტი, რომელსაც უზბეკეთი ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ნერგავს

17 აგვისტოს, უზბეკეთის ენერგეტიკის სამინისტრომ განაახლა ინფორმაცია ენერგეტიკის სექტორში ათი უმსხვილესი პროექტის შესახებ, რომლებიც უკვე 2021 წელს ხორციელდება და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. New Europe, ენერგეტიკის მინისტრ ალიშერ სულთანოვის განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 2021 წელი გარდამტეხი იქნება უზბეკეთისა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება 2030 წლისთვის. “ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა, რათა სრულად მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზება, ასევე, ...

Read More »