იტალიურმა ავტომწარმოებელმა ჰიბრიდული ძრავის მქონე განახლებული Lamborghini Countach წარადგინა. შეზღუდული რაოდენობით გამოსული მოდელის ოფიციალური სახელწოდებაა Countach LPI 800-4, ანუ Longitudinale Posteriore Ibrido, რაც გრძივ უკანა ჰიბრიდს ნიშნავს.
განახლებულ Lamborghini Countach-ს 769 ცხენის ძალის სიმძლავრის 6.5 ლიტრის ტევადობის თორმეტცილინდრიანი შიდა წვის ძრავი და 33 ცხენის ძალის სიმძლავრის 48-ვოლტიანი ელექტროძრავი აქვს, რის გამოც, „სუპერქარისთვის“ დამახასიათებელი ხმის გამოცემა ახალ ლამბორგინისაც შეეძლება. მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 2.8 წამში ავითარებს, ხოლო 0-200 კმ/სთ სიჩქარეს 8.6 წამში. Lamborghini Countach-ის მაქსიმალური სიჩქარე 355 კმ/სთ შეადგენს.