Author Archives: energy

"ფრონტერა რისორსიზ" ზრდის გაზის პოტენციალს საქართველოს ოპერაციებიდან

“ფრონტერა რისორსიზ” ზრდის გაზის პოტენციალს საქართველოს ოპერაციებიდან

“ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნმა”, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანიამ 2015 წლის 8 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ძებნა-ძიების ოპერაციების შედეგად მიღწეულ გაზის რესურსების მნიშვნელოვან მატებაზე. კომპანიამ ახლახანს გააკეთა განცხადება აღმოსავლეთ საქართველოში ბუნებრივი გაზის ძებნა-ძიების დარგში წინ გადადგმულ ნაბიჯებზე მწარეხევის გაზის კომლექსისა და ტარიბანის გაზის კომპლექსის ერთ ინტეგრირებულ 2.000 კვადრატული კილომეტრის ფართობის გეოლოგიურ ერთეულში გაერთიანებით, რომელსაც სამხრეთ კახეთის გაზის კომპლექსი ეწოდა. აღნიშნული ...

Read More »
დიმიტრი ქუმსიშვილი: "ყაზტრანსგაზის" მიერ ინვესტიციის გატანაზე მინიშნებები არ არსებობს

დიმიტრი ქუმსიშვილი: “ყაზტრანსგაზის” მიერ ინვესტიციის გატანაზე მინიშნებები არ არსებობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, “ყაზტრანსგაზის” მიერ ინვესტიციის გატანაზე მინიშნებაც კი არავისგან ჰქონია. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც “ყაზტრანსგაზი” საარბიტრაჟო დავას აპირებს და სურს, “ყაზტრანსგაზ თბილისში” ჩადებული ინვესტიცია უკან გაითხოვოს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, “ყაზტრანსგაზ თბილისი” არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დანიშნულია სპეციალური მმართველი ...

Read More »
TAP-მა ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიებთან 3 კონტრაქტი გააფორმა

TAP-მა ტენდერში გამარჯვებულ იტალიურ კომპანიებთან 3 კონტრაქტი გააფორმა

TAP-მა (ტრანსადრიატიკული მილსადენი), ტენდერში გამარჯვებულ ორ იტალიურ კომპანიასთან, ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდების მხრივ, სამი კონტრაქტი გააფორმა, – აღნიშნულის შესახებ, გამარჯვებულმა იტალიურმა კომპანიებმა თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსეს განცხადება, წერს Trend.az-ი. აღნიშნული განცხადების მიხედვით, კონტრაქტები ითვალისწინებს პროექტირებას, წარმოებასა და 36 და 48 დიუიმიანი მილსადენების არმატურის მიწოდებას. “ორ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი იტალიურ კომპანია Industria Meccanica Bassi S.p.A-სთან: ერთი პროექტირებასთან დაკავშირებით, წარმოება, მიწოდება და 36 ...

Read More »
მდინარე მტკვარზე 3 ახალი ჰესი აშენდება

მდინარე მტკვარზე 3 ახალი ჰესი აშენდება

ენერგეტიკის სამინისტრომ მდ. მტკვარზე 3 ჰესის მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა ენერგეტიკის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდ. მტკვარზე ასაშენებელი „საყუნეთი ჰესის“, „დვირი ჰესის“ და „აწყური ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. სამივე ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „მტ გრიინ ენერჯის” განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა. თითოეული ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 10.4 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 55.5 მლნ.კვტ.სთ. ...

Read More »
ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

სტატიაში ენერგიის გამომუშავების რამდენიმე ალტერნატიულ მეთოდზე ვისაუბრებთ. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე იზრდება, თუმცა სამყარო საფრთხის წინაშეა – თანდათან მცირდება წიაღისეული საწვავი და ამავე დროს ტრადიციული წყაროების მეშვეობით ელ.ენერგიის გამომუშავება გარემოსაც აბინძურებს. წამყვანი მეცნიერები ენერგიის ალტერნატიული წყაროების აღმოჩენასა და ტექნოლოგიების განვითარებას მუდმივად ცდილობენ და იმედოვნებენ, რომ მცირე აღმოჩენები გარკვეული პერიოდის შემდეგ ენერგიის გამომუშავების დარგში დიდ როლს შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ასე დაიწყო მზისა და ქარის სადგურების განვითარებაც. ...

Read More »
ლევან კალანდაძე: დღესდღეობით, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ, ენერგოუსაფრთხოების კუთხით

ლევან კალანდაძე: ენერგოუსაფრთხოების კუთხით ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე, მიიჩნევს, რომ “გაზაპრომთან” შეხვედრები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს, გამომდინარე იქიდან, რომ იმ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, მოქცეულია ქართული სამართლისა და კონტროლის არეალში. ბოლო დროს, საკმაოდ ცხელი თემაა საქართველოს მთავრობისა და რუსული ენერგოგიანტის “გაზპრომის” წარმომადგენლების გააქტიურებული შეხვედრები. ექსპერეტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი აღნიშნულ საკითხს ჩვეულებრივ სამუშაო პროცესად აფასებენ, და ენერგოუსაფრთხოების კუთხით მოსალოდნელ საფრთხეებს ვერ ხედავენ, ხოლო ...

Read More »
"გაზპრომთან" შეხვედრები ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ

“გაზპრომთან” შეხვედრები ბუნებრივი პროცესია იმიტომ, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ

პრეზიდენტი მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს, რომელზეც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე უნდა იმსჯელონ. პრეზიდენტს მთავრობიდან პასუხი, ჯერჯერობით, არ მიუღია. რატომ დგას დღის წესრიგში ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საკითხი, არ ესმის ენერგეტიკის მინისტრს. ყველაფერი კი კალაძის გაზპრომის ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ამ საკითხზე გადაცემა 2030-ში ენერგეტიკის ექსპერტი ლიანა ჯერვალიძე საუბრობს ოპოზიციაც და ექსპერტთა ნაწილიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე საუბრობს. თუმცა ვიდრე ამ საფრთხეებს განვიხილავდეთ, თუ გაქვთ ინფორმაცია, ...

Read More »
ტყიბულის თბოსადგური 100%-ით ქართულ ნახშირზე იმუშავებს

ზურაბ გელენიძე: ტყიბულის თბოსადგური 100%-ით ქართულ ნახშირზე იმუშავებს

თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხელი მოეწერა თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებებს ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჯგუფ Dongfang Electric Corporation-სა და “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს” შორის. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” – ფინანსური დირექტორის, ზურაბ გელენიძის თქმით ტყიბულის ნახშირზე მომუშავე თბოელეტროსადგური მთლიანად საქართველოში მოპოვებულ ნახშირზე იმუშავებს. დღეს თქვენ გააფორმეთ ხელშეკრულება ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან, ტყიბულში ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ. რას გულისხმობს ამ ხელშეკრულების დეტალები? დღეს ...

Read More »
რიკოთის გზა ფასიანი, ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში იქნება

გიორგი კვირიკაშვილი: რიკოთის გზა ფასიანი, ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში იქნება

ვიცე პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რიკოთზე ახალი გზა იმ შემთხვევაში იქნება ფასიანი, თუ ალტერნატიული, დღეს არსებული გზა დარჩება. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ გზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, ჯერჯერობით არის ორი სავარაუდო მოდელი და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. “ერთი მოდელი გახლავთ ის, რომ ჩვენ დონორებისგან მოვიზიდოთ შედარებით იაფი, სუვერენული დაფინანსება და ...

Read More »

ყაზახურმა მხარემ, ბათუმის ტერმინალის მმართველი კომპანიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

ყაზახურმა მხარემ ბათუმის ტერმინალის მართველი კომპანიის (Batumi Terminals Limited) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საფონდო ბირჟა ავრცელებს. ყაზახურმა KazTransOil company-მა საკუთარი შვილობილი კომპანიის Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული კომპანია ბათუმის ნავთობტერმინალის 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანიის ბორდმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 14-15 ოქტომბერს მიიღო. Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდატორად კომპანია Anna Grigorieva & Co LLC დასახელდა. ბათუმის ტერმინალი 22,2 ჰექტარზეა განლაგებული. წყარო: trend.az

Read More »