ყაზახურმა მხარემ ბათუმის ტერმინალის მართველი კომპანიის (Batumi Terminals Limited) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის საფონდო ბირჟა ავრცელებს.
ყაზახურმა KazTransOil company-მა საკუთარი შვილობილი კომპანიის Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული კომპანია ბათუმის ნავთობტერმინალის 100%-იანი წილის მფლობელია.
კომპანიის ბორდმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება 14-15 ოქტომბერს მიიღო. Batumi Terminals Limited–ის ლიკვიდატორად კომპანია Anna Grigorieva & Co LLC დასახელდა.
ბათუმის ტერმინალი 22,2 ჰექტარზეა განლაგებული.
წყარო: trend.az