TAP-მა (ტრანსადრიატიკული მილსადენი), ტენდერში გამარჯვებულ ორ იტალიურ კომპანიასთან, ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდების მხრივ, სამი კონტრაქტი გააფორმა, – აღნიშნულის შესახებ, გამარჯვებულმა იტალიურმა კომპანიებმა თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსეს განცხადება, წერს Trend.az-ი.
აღნიშნული განცხადების მიხედვით, კონტრაქტები ითვალისწინებს პროექტირებას, წარმოებასა და 36 და 48 დიუიმიანი მილსადენების არმატურის მიწოდებას.
“ორ კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი იტალიურ კომპანია Industria Meccanica Bassi S.p.A-სთან: ერთი პროექტირებასთან დაკავშირებით, წარმოება, მიწოდება და 36 და 48 დიუმიანი მილსადენების არმატურის მიწოდება. კიდევ ერთი კონტრაქტი გავაფორმეთ სხვა იტალიურ კომპანია Nuova Giungas s.r.l-სთან დაპროექტება, წარმოება და მიწოდებაზე 36 და 48 დიუიმიან საიზოლაციო დანადგარებზე, რომლებიც მილსადენს კოროზიისაგან დაიცავს”, – აღნიშნულია განცხადებაში.