ენერგეტიკის სამინისტრომ მდ. მტკვარზე 3 ჰესის მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა
ენერგეტიკის სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მდ. მტკვარზე ასაშენებელი „საყუნეთი ჰესის“, „დვირი ჰესის“ და „აწყური ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
სამივე ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში, ინტერესთა გამოხატვა კომპანია შ.პ.ს „მტ გრიინ ენერჯის” განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.
თითოეული ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 10.4 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 55.5 მლნ.კვტ.სთ. შესაბამისად, პროექტების ჯამური დადგმული სიმძლავრე 31,2 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავება 166,5 მლნ კვტ.სთ.
პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.