Author Archives: energy

„ფრონტერამ“ არარეალური განცხადება ინვესტორების დასაინტერესებლად გააკეთა

„ფრონტერამ“ არარეალური განცხადება ინვესტორების დასაინტერესებლად გააკეთა

მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის 20 პროცენტზე მეტი ბუნებრივ გაზზე მოდის! 2015 წ. ზაფხულში იტალიის ენერგეტიკულმა კომპანიამ Eni–მ სენსაციურად განაცხადა, რომ ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტის ნაპირებთან მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი გაზის საბადო – „ზოჰრი“ აღმოაჩინა. ის დაახლოებით ნახევარი კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს და წინასწარი მონაცემებით იგი 850 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეიცავს (ამ დროს „ფრონტერას“ მენეჯერის მიერ გამოცხადდა თითქოს საქართველოში 5 ტრლნ კუბ.მეტრის საბადო აღმოაჩნდა…) ...

Read More »
„ფრონტერას“ უტოპიური განცხადებები ბირჟებზე აქციების ფასების ზრდის მიზანს ემსახურება

„ფრონტერას“ უტოპიური განცხადებები ბირჟებზე აქციების ფასების ზრდის მიზანს ემსახურება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კონპანია „ფრონტერამ“, საქართველოში 5 ტრილიონი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგები აღმოაჩინა. კომპანიის გენერალური დირექტორის სტივ ნიკარსონის თქმით, საქართველო ძალიან მალე მოახერხებს, რომ ბუნებრივი აირის იმპორტიორიდან ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს და ევროპის გაზმომარაგებაშიც კი წვლილი შეიტანოს. ექსპერტების ნაწილი კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არარეალურად მიიჩნევს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია „ფრონტერას“ მხრიდან წლების განმავლობაში არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა რეალურად გაზის ...

Read More »
ფრონტერა: საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს

ფრონტერა: საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს

ფრონტერა: სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება. ,,სამიდან ხუთ წლამდე პერიოდში საქართველო გაზის ექსპორტიორი გახდება და შეძლებს ბუნებრივი აირით თურქეთი და აღმოსავლეთ ევროპა  მოამარაგოს”, – ეს განცხადება ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში კომპანია ,,ფრონტერას” ხელმძღვანელმა გააკეთა.  სტივ ნიკარსონმა საბჭოს სხდომაზე საქართველოში აღმოჩენილ გაზის რესურსებზე ისაუბრა. ,,ვფიქრობთ, რომ საქართველოში აღმოჩენილი გაზის რესურსი, დაახლოებით 5 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. საბადო აღმოსავლეთ საქართველოშია, მოცულობა ...

Read More »
ბრიტანული ნავთობკომპანია მილიარდობით დოლარით დაზარალდა

ბრიტანული ნავთობკომპანია მილიარდობით დოლარით დაზარალდა

ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, 2015 წელს ბრიტანული ნავთობკომპანია BP მილიარდობით დოლარით დაზარალდა. კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს  BP-ის ზარალმა 6,48 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წელს კომპანიის სუფთა მოგება 3,78 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. როგორც BP-ის გენერალურმა დირექტორმა რობერტ დადლიმ განაცხადა, კომპანიის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ახალ პირობებთან ადაპტირების მიზნით. გასულ თვეს BP-ში განაცხადეს, რომ უახლოესი 2 წლის განმავლობაში 4 000-ზე ...

Read More »
The Washington Post - აი, როგორ შეიძლება გაიაფებულმა ნავთობმა მსოფლიო უფრო მშვიდობისმოყვარე და თანამშრომლობისთვის განწყობილი გახადოს

WP – აი, როგორ შეიძლება გაიაფებულმა ნავთობმა მსოფლიო უფრო მშვიდობისმოყვარე გახადოს

წარმოგიდგენთ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორის ერიკ ვოტენის სტატიას, რომელიც „The Washington Post”-ში გამოქვეყნდა. ნავთობზე ფასის ვარდნის შეჩერება, თითქოს შეუძლებელია. 2011 წლიდან 2014 წლამდე ნავთობის ფასი სტაბილურად მაღალი იყო და ბარელზე 100 დოლარს აღემატებოდა. ახლა ის 30 დოლარამდე გაიაფდა. ნავთობი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საქონელია. ფასების მნიშვნელოვან ცვლილებას მხოლოდ ეკონომიკური შედეგები არა აქვს. ის საერთაშორისო პოლიტიკაზეც აისახება. თანამედროვე კვლევების მიხედვით, იაფი ნავთობი მსოფლიოსთვის შეიძლება ...

Read More »
SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს

SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ მაქსუდ მაჰმუდოვმა განაცხადა.  მისი თქმით, სოკარი საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს. „ტერმინალის სარეზერვუარო პარკის ტევადობა 320 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ჩვენ ვგეგმავთ მის გაზრდას 380 ათას კუბურ მეტრამდე,“ – განაცხადა მაჰმუდოვმა. მისი თქმით, ასევე გაიზრდება SOCAR Trading–ის ტერმინალის ...

Read More »
SOCAR–ი „აზერენერჯის“ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენაში დაეხმარება

SOCAR–ი „აზერენერჯის“ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენაში დაეხმარება

SOCAR–ი მზადაა, დაეხმაროს აზერენერჯის (აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია) რუსული გაზის შეძენაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს SOCAR–ში განუცხადეს. მათი თქმით, „აზერენერჯის“ ესაჭიროება გაზის დამატებითი მოცულობები და SOCAR–ი მზადაა მას დაეხმაროს აირის „გაზპრომისგან“ შეძენაში, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაში. „ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა თუ ხელისუფლება გაზის შეძენის მითითებას გასცემს და რომელიმე მომწოდებელთან შეთანხმება იქნება მიღწეული, იმპორტი უკვე წელს გახდება შესაძლებელი,“– განაცხადა „სოკარის“ წარმომადგენელმა. ...

Read More »
უკრაინა და ავსტრალია ერთობლივ ბირთვულ პროგრამას იწყებენ

უკრაინა და ავსტრალია ერთობლივ ბირთვულ პროგრამას იწყებენ

უკრაინის მინისტრების კაბინეტმა ავსტრალიის მთვრობას დადებული ხელშეკრულება  დაამტკიცა. შეთანხმებაში საუბარია ორი ქვეყნის ერთბლივ მუშაობაზე, რომლის შედეგადაც  ბივრთული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენებას შეძლებენ. „ხელმოწერილი დოკუმენტების მიხედვით, უკრაინა და ავსტრალია თავიანთ მოვალეობებს ადასტურებენ  და უზრუნველყოფენ ბივრთული ენერგიის მშვიდობიანი გზით გამოყენებას“, – განაცხადა მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურებთან ურთიერთობის წარმომადგენელმა. ავსტრალია მსოფლიოში ურანის უდიდესი მომპოვებელია, სწორედ ამიტომ აირჩია იგი უკრაინამ პროექტში მოკავშირედ.

Read More »
რუსეთში მანქანის საშუალო ფასი 1,2 მილონ რუბლამდე გაიზარდა

რუსეთში მანქანის საშუალო ფასი 1,2 მილონ რუბლით გაიზარდა

სააგენტო AUTOSTAT-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2015 წელს რუსეთში მანქანის საშუალო ფასი, წინა წელთან შედარებით, 20 პროცენტით ანუ დაახლოებით 1,2 მილიონი რუბლით გაიზარდა. 2015 წელს მასიური წარმოების სეგმენტში , ყველაზე მეტად Opel-ის მარკის ავტომობილი გაძვირდა 38 პროცენტით, Peugeot – 35-ით, Citroen და Toyota კი – 30-ით. ფასი რუსული მარკის მანქანებმაც მოიმატა, მაგრამ არა ასე შესამჩნევად. მაგალითად   Lada  მხოლოდ 15 პროცენტით ...

Read More »
,,გაზპრომი" 2016 წელს ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

,,გაზპრომი” 2016 წელს ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

კომპანიის არსებობის პერიოდში, ,,გაზპრომმა“ პირველად დააწესა  წლის განმავლობაში საწარმოო ბუნებრივი აირის გეგმა, რაც 480 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. Интерфакс-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დოკუმენტში უკვე გადამუშავებულია გაზის გრაფიკი და წლევანდელი სავარაუდო მოსაპოვებლის შეფასებაა წარმოდგენილი. ცოტა ხნის წინ Kommersant-ი იტყობინებოდა, რომ დამოუკიდებელი მწარმოებლების მიერ, ქვეყნის შიდა მომხმარებლებისთვის წარმოებული დიდი რაოდენობის პროდუქტის არსებობის შედეგად, გაზპრომი საკუთარი წარმოების შემცირებას გეგმავდა. თუმცა, საბოლოოდ, ეს ...

Read More »