რუსეთში მანქანის საშუალო ფასი 1,2 მილონ რუბლამდე გაიზარდა

რუსეთში მანქანის საშუალო ფასი 1,2 მილონ რუბლით გაიზარდა

სააგენტო AUTOSTAT-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2015 წელს რუსეთში მანქანის საშუალო ფასი, წინა წელთან შედარებით, 20 პროცენტით ანუ დაახლოებით 1,2 მილიონი რუბლით გაიზარდა.

2015 წელს მასიური წარმოების სეგმენტში , ყველაზე მეტად Opel-ის მარკის ავტომობილი გაძვირდა 38 პროცენტით, Peugeot – 35-ით, Citroen და Toyota კი – 30-ით. ფასი რუსული მარკის მანქანებმაც მოიმატა, მაგრამ არა ასე შესამჩნევად. მაგალითად   Lada  მხოლოდ 15 პროცენტით გაძვირდა УАЗ-ის მანქანები კი 18-ით.

ფასის ზრდის რეკორდი კი შეზღუდული რაოდენობის წარმოების მანქანებს ეკუთვნით.  Land Rover-მა 61 პროცენტით პირველი ადგილი არავის დაუთმო. მეორე ადრილზე Cadillac გავიდა 48 პროცენტით, მესამეზე კი Volvo – 43-ით.

ფასების ზრდის მიუხედავად 2015 წელს რუსეთში გაყიდული მანქანების რაოდენობამ წინა წელთან  შედარებით 35,7 პროცენტით დაიკლო და მხოლოდ 1,6 მილიონი ავტომობილი შეადგინა.

Leave a Reply