SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს

SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს

აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR–ი ყულევის ნავთობტერმინალის საიმძლავრის გაზრდას გეგმავს.

ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ მაქსუდ მაჰმუდოვმა განაცხადა.  მისი თქმით, სოკარი საქართველოს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზრის ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს.

„ტერმინალის სარეზერვუარო პარკის ტევადობა 320 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. ჩვენ ვგეგმავთ მის გაზრდას 380 ათას კუბურ მეტრამდე,“ – განაცხადა მაჰმუდოვმა.

მისი თქმით, ასევე გაიზრდება SOCAR Trading–ის ტერმინალის ტევადობა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ყულევის ტერმინალი 2008 წლის მაისში ამოქმედდა. ტერმინალის წლიური ჯამური სიმძლავრე 10 მილიონ ტონას შეადგენს. მათ შორისაა სამი მილიონი ტონა ნავთობი, სამი მილიონი ტონა დიზელი და ოთხი მილიონი ტონა მაზუთი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „სოკარმა“ საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შესახებ განაცხადა.

წყარო: კომერსანტი

Leave a Reply