Author Archives: energy

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავების პირველივე წუთებიდან პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული დადგენილებები გააუქმა. „სიენენის“ ცნობით, ბაიდენმა ხელი 17 განკარგულებას მოაწერა. მათ შორის, გააუქმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის შესახებ დადგენილება და ხელი მოაწერა პარიზის კლიმატურ შეთანხმებაში დაბრუნებას. აღნიშნული პროცესი 30 დღე გასტანს. გარდა ამისა, ბაიდენმა გააუქმა „ქისთოუნ იქსელის“ სადავო მილსადენის პროექტი, უკან გაიწვია ტრამპის ადმინისტრაციის ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: დენის ტარიფის ზრდის თემით სპეკულაციები უნდა დასრულდეს – ტარიფი არ გაიზრდება

ანდრია გვიდიანი – „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. რა შედეგებს უნდა ველოდოთ „ენგურჰესის“ მუშაობის გაჩერების შედეგად, რა გავლენა აქვს დიდ ჰიდროელექტროსადგურებს და რამდენად საჭიროა ახალი პროექტები საქართველოს ენერგოსისტემისთვის, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ეკონომისტი ანდრია გვიდიანი ესაუბრა. – თქვენი შეფასებით, რას გამოიწვევს „ენგურჰესის“ გაჩერება და ზოგადად,რამდენად დიდი დანაკლისი იქნება ჰესის დროებით გაჩერება საქართველოს ენერგოსისტემისთვის? – მე ვიტყოდი, რომ „ენგურჰესი“ ...

Read More »

ევროპის პარლამენტი მოითხოვს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ შეჩერებას ნავალნის დაკავების გამო

ევროკავშირის პარლამენტი 21 იანვარს მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირისგან მოითხოვს, შეაჩეროს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა, რომელიც თითქმის დასრულებულია და რომლის გავლითაც რუსეთიდან ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდოს გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით. ევროპის პარლამენტის წევრები გამოვიდნენ მოწოდებით, გაფართოვდეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ბერლინიდან დაბრუნებისთანავე დაკავების გამო, სადაც ის მკურნალობდა ზაფხულში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ. ის 18 იანვარს დააკავეს და ...

Read More »

ნავთობის ბაზრის მოლოდინები

გასული წლის ბოლოს ნავთობის ბაზარზე არსებული დადებითი მოლოდინები ოდნავ შეიცვალა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შეფასებით, ნავთობზე მოთხოვნა 2021 წელს დღეში საშუალოდ 0.6 მლნ ბარელით ნაკლები იქნება, ვიდრე ეს ნოემბრის პროგნოზით იყო. სააგენტოს შეფასებით, მიმდინარე წელს ნავთობზე მოთხოვნის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი 96.6 მლნ ბარელი იქნება, რაც გასულ წელს საშუალოდ 91.1 მლნ ბარელი იყო. საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირება კი, ეპიდემიოლოგიური მდგომარების გაუარესების გამო შეზღუდვების გამკაცრებას უკავშირდება. ...

Read More »

სემეკი – ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის – „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“, დახურვის ცერემონია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. სემეკის ცნობით, პროექტი, რომელიც განხორციელდა ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ, დაეხმარა საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის სფეროებში. 24-თვიანი პროექტი ევროკავშირის მიერ € 1 200 ...

Read More »

აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა სანავთობო ტანკერები ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების დარღვევისთვის

2021 წლის 19 იანვარს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რიგ კომპანიასა და გემს, რომლებმაც ვენესუელის სახელმწიფო ნავთობკომპანია “PDVSA”-ს დაეხმარნენ ნავთობის გაყიდვაში აზიაში, მიუხედავად ვაშინგტონის სანქციების, ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Reuters. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამ თანხამ ხელი შეუწყო 2018 წელს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უკანონო არჩევას. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) ქმედება მიმართული იქნება სამი ადამიანის, 14 ორგანიზაციისა და ექვსი გემისგან ...

Read More »

ბიტკოინი კიდევ 6%-მდე შემცირდა

ბიტკოინი ვარდნას განაგრძობს. ხუთშაბათს ბიტკოინი კიდევ 6%-მდე შემცირდა  და 33,000 აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა. უმსხვილესი ციფრული აქტივი ვარდნის ტენდენციას მას შემდეგ განიცდის, რაც $ 40,000 დოლარიანი ბარიერი გადალახა. ტენდენცია მიანიშნებს, რომ ფასი სპეკულაციურია და კრიპტო ბაზარი ბაბლშია. “ბიტკოინი ახლახანს შევიდა საშიშ ზონაში” – წერს ედვარდ მოია, Oanda– ს უფროსი ანალიტიკოსი ”ეს კრიპტო ბაბლის დასასრული არ არის, უბრალოდ შეიძლება ბიტკოინის $ ...

Read More »

2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 7,9% -ით შემცირდა

2020 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვება 7,9% -ით შემცირდა, ხოლო გაზის წარმოება გაიზარდა 4,3% -ით. ამის შესახებ განაცხადა  აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრესსამსახურმა. სულ, 2020 წელს აზერბაიჯანში მოპოვებულ იქნა 34 მილიონ 538,848 ათასი ტონა ნავთობი. ნავთობის მოპოვება ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში მცირდებოდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო “ოპეკი +”-ის  ხელშეკრულებით. 2020 წელს აზერბაიჯანში გაზის მოპოვებამ შეადგინა 37 მილიარდ 140,9 მილიონი მ3. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანში გაზის მოპოვება ...

Read More »

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გადართვის სამუშაოებს ახორციელებს

„ენგურჰესის“ სადერივაციო გვირაბში დაგეგმილი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც პერიოდულად 10-12 წელიწადში ერთხელ ტარდება, საქართველოს უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გადართვის სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა „ენგურჰესმა“ 20 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო, სამი თვით სრულად შეწყვიტა მუშაობა. ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის მიერ შემუშავდა სპეციალური სქემა, რომელიც გულისხმობს ...

Read More »

თურნავა განახლებადი და ინოვაციური ენერგეტიკის განვითარების მხარდაჭერისთვის „იბიარდს“ მადლობას უხდის

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისს, რომლებიც მუდმივად ჩვენს გვერდით არიან და გვეხმარებიან ჩვენ ენერგეტიკული რეფორმების გატარებაში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას. ვებინარი „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა. მინისტრის განცხადებით, საქართველომ, პანდემიის მიუხედავად, ენერგეტიკული რეფორმების განხორციელება განაგრძო. მან ხაზი გაუსვა ...

Read More »