Author Archives: energy

საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურება გაძვირდა

აქართველოში ფასების 1.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის დღეს განახლებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის ანგარიშიდან, რომლის მიხედვით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4 პროცენტით.  2021 წლის მარტში ფასების 4.9 პროცენტით შემცირება დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე.  რაც შეეხება, ფასების დინამიკას წლიურ ჭრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 2021 წლის მარტში ინდექსი გაიზარდა 0.3 პროცენტით. ფასების ზრდა ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურებში ახალი, 500 კვ-იანი ავტოტრანსფორმატორები დამონტაჟდა

სატრანსფორმატორო პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურებში „გარდაბანი-500“ და „ზესტაფონი-500“ ახალი, 500 კვ-იანი ავტოტრანსფორმატორები დამონტაჟდა. ამ დრომდე, ქვესადგურებში მოძველებული მოწყობილობები ფუნქციონირებდა, რომლებსაც საექსპლუატაციო ვადად განსაზღვრული 30 წელი ამოწურული ჰქონდათ. იმის გათვალისწინებით, რომ 500 კვ-იან სასისტემო მნიშვნელობის ავტოტრანსფორმატორებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის თვალსაზრისით, აუცილებელი გახდა, მათი ახალი მოწყობილობებით ჩანაცვლება. ქვესადგურში „ზესტაფონი-500“ შეიცვალა 2 ცალი 167 ...

Read More »

საუდის არაბეთი ელექტრომობილების წარმოებას გეგმავს

საუდის არაბეთმა მრჩეველები დაიქირავა, მათ შორის Boston Consulting Group, რათა შეისწავლონ ადგილობრივი ელექტრომობილების წარმოების ყველა შესაძლებლობა. პროექტი უკავშირდება ქვეყანაში საავტომობილო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების არსებულ გეგმებს. იგი ითვალისწინებს ნავთობპროდუქტებზე დაფუძნებული ეკონომიკის ზრდას და დივერსიფიკაციას. უკვე რამდენიმე წელია, რაც $400 მილიარდიანი საზოგადოებრივი ინვესტიციის ფონდი გააქტიურდა ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით. 2018 წელს, მათ Tesla-ში მცირე წილი შეიძინეს. ფონდმა Tesla-ს თითქმის ყველა ...

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

წელს ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან დაახლოებით 69 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა

“ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მიმიდინარე წელს ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან დაახლოებით 69 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან გაიგზავნა 68 მლნ 644,641 ათასი ბარელი ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ინტერფაქს-აზერბაიჯანი” კომპანია “BPTAS International Limited Company”-ის განცხადებაზე დაყრდნობით. “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მთელი პერიოდის განმავლობაში ჯეიჰანის ტერმინალიდან გაგზავნილ იქნა მსოფლიო ბაზრებზე 3 მლრდ ...

Read More »

ირინა მილორავა: „მთავარი კითხვა ენერგეტიკულ ბირჟაზე იმპორტიორის შერჩევის პრინციპებთან დაკავშირებით რჩება“

1-ლი ივლისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა უნდა ამოქმედდეს. ეს სიახლე  ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ნაწილია. ბირჟაზე იქნება ვირტუალური პლატფორმა, სადაც მსხვილ საწარმოებსა და გენერაციის ობიექტებს, ასევე იმპორტიორებს, ელექტროენერგიით ვაჭრობის შესაზლებლობა ექნებათ, რეფორმის უმთავრესი მიზანი ბაზრის გახსნა და კონკურენტულ გარემოში ფასწარმოქმნის პროცესის ხელშეწყობაა. ბირჟის როლსა და პერსპექტივაზე „ბანკები და ფინანსები“ ბირჟის გენერალურ დირექტორს ქ-ნ ირინა მილორავას ესაუბრა. გთავაზობთ მორიგ ამონარიდს ინტერვიუდან. – მედიასთან ...

Read More »
2015 წელს რუსეთში ელექტროენერგიის გენერაცია გაიზარდა

წარმოებული ელექტროენერგიის 21%-ზე მეტი 11-მა კომპანიამ მოიხმარა

იურიდიული პირი, რომელიც წლიურად 180 მლნ კვტ/სთ-ს ან უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, სავალდებულო წესით, ენერგოდისტრიბუტორების გვერდის ავლით პირდაპირ მომხმარებლად რეგისტრირდება. ნებაყოფლობითი რეგისტრაცია სხვა, შედარებით მცირე ზომის კომპანიებნსაც შეუძლიათ. 2020 წელს 11-მა უმსხვილესმა კომპანიამ ჯამში 2.436 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების 20%-ზე ოდნავ მეტია და გენერაციის 21.8%-ს უტოლდება. ყველაზე მეტი – 1.012 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია „ჯორჯიან მანგანეზის“ ანგარიშზე მოდის. „ჯორჯიან ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა. 2021 წლის  3 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.29 (+  0.04) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64.49 (+ 0.91  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ არსებული შედეგები და სამუშაო გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა ქვემო სამგორისა (კახეთი) და ზედა რუს (გორი, ქარელი) საირიგაციო სისტემების შიდა ქსელების სარეაბილიტაციო, ასევე, ალგეთისა და სიონის კაშხლების უსაფრთხოების მიმდინარე სამუშაოები შეაჯამეს. საუბარი შეეხო წყალმომხმარებელთა ...

Read More »

ნამახვანჰესის დილემა – ტესტი საქართველოსთვის

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ნამახვანჰესთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვას აგრძელებს და აღნიშნულს საკუთარ გვერდზე სტატიას უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:  ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო შექმნილი კრიზისი ქვეყნისთვის ისეთივე საზიანოა,როგორც მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და პანდემიით გამოწვეული კრიზისები.საზოგადოების ნაწილი ჩართულია პროექტის წინააღმდეგ ხანგრძლივ პროტესტში, ხოლომთავრობა კომუნიკაციის დეფიციტის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს სიტუაციის კრიზისიდანგამოყვანას და ძალისმიერ მეთოდებს მიმართავს. შექმნილი მდგომარეობა სცილდებაენერგეტიკის სფეროს, პოლიტიკურ ელფერს იძენს და უფრო ღრმა, ...

Read More »

Ethereum-ის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

დღეს ციფრული ვალუტა Ethereum-ის ფასი, მისი არსებობის ისტორიაში $3 000 ასცდა. ამის შესახებ reuters წერს. 2021 წლის დასაწყისიდან, მისი ფასი 325%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტა Bitcoin-ის ფასი წელს 95%-ით გაიზარდა. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ მომავლის დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემაში, Ethereum-ს Bitcoin-ზე ფართო გამოყენება ექნება. რაც ამ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. ამ მომენტისთვის, Ethereum-ის ფასი $3 153 შეადგენს. $58 669 ღირს ...

Read More »