საუდის არაბეთმა მრჩეველები დაიქირავა, მათ შორის Boston Consulting Group, რათა შეისწავლონ ადგილობრივი ელექტრომობილების წარმოების ყველა შესაძლებლობა. პროექტი უკავშირდება ქვეყანაში საავტომობილო ინფრასტრუქტურის შექმნისა და ადგილობრივი წარმოების გაძლიერების არსებულ გეგმებს. იგი ითვალისწინებს ნავთობპროდუქტებზე დაფუძნებული ეკონომიკის ზრდას და დივერსიფიკაციას.
უკვე რამდენიმე წელია, რაც $400 მილიარდიანი საზოგადოებრივი ინვესტიციის ფონდი გააქტიურდა ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით. 2018 წელს, მათ Tesla-ში მცირე წილი შეიძინეს. ფონდმა Tesla-ს თითქმის ყველა აქცია გაყიდა, ვიდრე აქციების ფასი რადიკალურად მოიმატებდა 2019 წლის ბოლოდან, თუმცა ახლა, კონკურენტ კომპანიაში, Lucid Motors-ში გაწეული ინვესტიციიდან, ის დიდ სარგებელს იღებს.
არაბული ფონდი და Lucid მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ წითელი ზღვის ქალაქ ჯედას მახლობლად ქარხნის მშენებლობის თაობაზე. ავტომობილების მწარმოებელმა შეთანხმებას მიაღწია სპეციალური დანიშნულების შემსყიდველ კომპანიასთან შერწყმისა და საჯაროდ გასვლის შესახებ.
ბატარეაზე მომუშავე მანქანების დანერგვამ სტიმული მისცა, როგორც სტარტაპებს, ისე სახელმწიფო საწარმოებს, განევითარებინათ ახალი საავტომობილო პროექტები. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია თურქული კომპანია Togg, რომელიც უახლოეს წლებში გეგმავს რამდენიმე ტიპის ელექტრომობილის გამოშვებას. მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთს უფრო მეტი რესურსი აქვს საკუთარი პროექტის განსახორციელებლად, ნებისმიერი ახალი ავტო-მწარმოებელი მოხვდება სულ უფრო მზარდი კონკურენციის პირობებში.
წყარო: “ბინზეს ფორმულა”