Author Archives: energy

შსს სოფელ გუმათთან რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის თანამშომლები გუმათჰესთან და რიონის ხეობაში, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დარჩებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს ...

Read More »

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები კრიპტოვალუტების წარმოებაზე კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ

თავისუფალი ინდუსტრიული ზონები კრიპტოვალუტის წარმოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწას ითხოვენ. ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, არსებული კანონმდებლობა ბუნდოვანია, რაც მაინინგის მიმართულებით არაერთ პრობლემას ქმნის. მათ შორის, შეფერხებულია ამ დარგში ახალი ინვესტიციების ჩადება. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტრო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კრიპტოვალუტების მწარმოებელი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების გადახედვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ფრაქცია ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

“”ნამახვანჰესის” მოსამზადებელი სამუშაოები არ შეწყდება”

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩრებასთან დაკავშირებით აქტივისტების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, ეს მოთხოვნა ევროპელმა მედიატორებმაც არ გაიზიარეს. მინისტრი ირწმუნება, რომ მოსამზადებელი სამუშაოები გარემოზე არსებითი ზეგავლენას არ ახდენს. კომპანიას სამუშაოების წარმართვის ნებართვა აქვს. სამუშაოების დასაბუთების და საფუძვლის გარეშე შეწყვეტა კი, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს დააზიანებს და ინვესტორის უფლებებს შელახას. “მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებაზე აქტივისტების მოთხოვნა ევროპელმა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის   16 ივნისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.39 (+  0.40) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.15 (+ 0.03)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

აშშ-ს მოსამართლემ გააუქმა ბაიდენის მორატორიუმი ნავთობისა და გაზის წარმოებაზე

New York Post–ის თანახმად, აშშ–ს შტატ ლუიზიანას ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მორატორიუმი ფედერალურ მიწებზე ნავთობისა და გაზის წარმოებაზე ახალი ნებართვების გაცემის შესახებ. მოსამართლე ტერი დოუთის განცხადებით, აშშ-ს ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა რაციონალური ახსნა-განმარტება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. დოუთისამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს კიდევ 13 შტატში – ლუიზიანაში, ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, ჯორჯიაში, მისისიპისში, მისურისში, მონტანაში, ნებრასკაში, ოკლაჰომაში, ტეხასში, იუტასა და დასავლეთ ...

Read More »

„კრიპტომაინერებს არანაირი კავშირი არ აქვთ ქსელის ავარიულ გათიშვებთან“

ორშაბათს იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყანას დამატებითი გენერაციის ობიექტები არ აქვს, მსგავსი შემთხვევებისგან ქვეყანა დაზღვეული არ არის, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ „ენგურჰესზე“ დატვირთვის ...

Read More »

1 ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება

სემეკი ივლისიდან საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებლის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ტარიფების შესაძლო ცვლილებას კატეგორიულად უარყოფს. “სემეკი ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ელექტროენერგიის ტარიფის მატებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ტარიფის მატება არ იგეგმება. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ იცვლება. ტარიფების მატებასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ...

Read More »

ირინა მილორავა: “2022 წლის 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის ჩვენ მზად ვიქნებით”

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მთავრობის დადგენილებით ნაცვლად 2021 წლის 1 ივლისისა, გადადებულია 2022 წლის 1 იანვრამდე. ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რამაც ბაზრის ლიბერალიზაციას და ელექტროენერგიაზე ფასების მაქსიმალურად საბაზრო მოთხოვნათა შესაბამისად ფორმირებას უნდა შეუწყოს ხელი, უკვე კარგა ხანია სამოქალაქო სექტორის, მედიისა და ექსპერტთა დაკვირვების საგანია. „აიპრესმა“ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს, ირინა მილორავას, რამდენიმე კითხვით მიმართა. – ქალბატონო ირინა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა დ აეკონომიკური ...

Read More »

“აღმოსავლეთ საქართველოს რომ ჰქონოდა გენერაციის ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფდა ელექტროენერგიის იმ მიწოდებას, რასაც „ენგური“ უზრუნველყოფს, ავარიების რისკი შემცირდებოდა”

ორშაბათს იმერეთის ელექტროგადამცემი ხაზისა და ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ ავარიულად გათიშვის გამო, ერთი საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა და ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილს შეუწყდა. „ენგურჰესი“ საქართველოს ელექტროსისტემას ორი ხაზით უკავშირდება. ქვეყნის უმსხვილესი გენერაციის ობიექტის ხელმძღვანელის, ლევან მებონიას განმარტებით, დიდი დატვირთვის გამო „იმერეთის“ 500 კვტ-იანი ხაზი ავარიულად გამოირთო, რასაც ასევე ...

Read More »
საუდის არაბეთი ძირითად ნავთობმომპოვებელ კომპანიას ყიდის

საუდის არაბეთის სანავთობო სექტორში 11,7%-ანი კლება დაფიქსირდა

იანვარ-მარტის თვეებში საუდის არაბეთის სანავთობო სექტორში დაფიქსირდა 11,7%-იანი ვარდნა, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია სულ მცირე ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს გამოწვეულია “OPEC +”-ის ხელშეკრულებით მოპოვების შეზღუდვებით, ინტერფაქსის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქების იმპორტიორთა კავშირი”. აღინიშნა, რომ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვება შემცირდა 14.1%-ით. ხოლო საუდის არაბეთის მშპ იანვარ-მარტის თვეებში შემცირდა 0,5% -ით წინა სამ თვესთან შედარებით . საუდის არაბეთის ეკონომიკა მ/წლის პირველ კვარტალში ...

Read More »