იანვარ-მარტის თვეებში საუდის არაბეთის სანავთობო სექტორში დაფიქსირდა 11,7%-იანი ვარდნა, რაც მაქსიმუმი მაჩვენებელია სულ მცირე ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ეს გამოწვეულია “OPEC +”-ის ხელშეკრულებით მოპოვების შეზღუდვებით, ინტერფაქსის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქების იმპორტიორთა კავშირი”.
აღინიშნა, რომ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მოპოვება შემცირდა 14.1%-ით. ხოლო საუდის არაბეთის მშპ იანვარ-მარტის თვეებში შემცირდა 0,5% -ით წინა სამ თვესთან შედარებით .
საუდის არაბეთის ეკონომიკა მ/წლის პირველ კვარტალში შემცირდა 3%-ით გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ამასთან, გასულ კვარტალში ნავთობპროდუქტების სექტორი 2.9%–ით გაიზარდა, რაც პირველი ზრდაა მიმდინარე წლის განმავლობაში.