New York Post–ის თანახმად, აშშ–ს შტატ ლუიზიანას ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მორატორიუმი ფედერალურ მიწებზე ნავთობისა და გაზის წარმოებაზე ახალი ნებართვების გაცემის შესახებ.
მოსამართლე ტერი დოუთის განცხადებით, აშშ-ს ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა რაციონალური ახსნა-განმარტება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. დოუთისამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს კიდევ 13 შტატში – ლუიზიანაში, ალაბამაში, ალასკაში, არკანზასში, ჯორჯიაში, მისისიპისში, მისურისში, მონტანაში, ნებრასკაში, ოკლაჰომაში, ტეხასში, იუტასა და დასავლეთ ვირჯინიაში.
ბაიდენმა მორატორიუმი 27 იანვარს დააწესა, რომელიც გულისხმობდა Keystone Pipeline პროექტის გაუქმებას.