Author Archives: energy

„ენკა“ – მივესალმებით დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს

კომპანია „ენკა“ სოფელ გუმათში რკინის ბარიერების მოხსნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს მიესალმებიან. „მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში, ადგილზე არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში“, – აცხადებენ კომპანიაში. ამასთან, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას პროტესტის მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებას. „მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, ...

Read More »
შესაძლებელია თუ არა ჰაერის ელექტროენერგიად გარდაქმნა

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 18 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის, ასმათის, დავარისა და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის I მიკრორაიონის, მინდელის, პოლიტკოვსკაიასა და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ კრწანისის მოსახლეობას. ისნის რაიონი ...

Read More »

ჩინეთს ურანის ზღვის წყლიდან მიღება სურს

ჩინეთს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს ბირთვულ სფეროში. ათობით რეაქტორი ამჟამად მშენებლობის ან შესწავლის პროცესშია. ამასთან, ეს ქვეყანა არ არის თვითკმარი ურანის მარაგების მხრივ და სურს არსებული სიტუაციის გამოსწორება.   ჩინეთი: ბირთვული ენერგიის მომავალი დიდი მოთამაშე ჩინეთი ცნობილია, როგორც მსოფლიოში ქვანახშირის უდიდესი მწარმოებელი. იგი კვლავაც აქტიურად აგრძელებს ხსენებული წიაღისეული საწვავის გამოყენებას. თუმცა, ქვეყანამ ასევე დაიწყო ენერგეტიკული ტრანსფორმაციისკენ სვლა და მის ფარგლებში, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 76 აშშ დოლარს გადააჭარბა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 1,34 აშშ დოლარით (1,78%) გაიზარდა. “Azeri LT CIF”-ის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამჯერად 76,52 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი იყო.

Read More »
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

მაისში ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-ით შემცირდა

2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 98,4%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 36,8%-ით. უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მაისში ქვეყანამ უცხოეთში 4.143 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია იყიდა, აპრილში – 259.600 მლნ კვტ-სთ, წინა წლის მაისში კი იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 6.560 მლნ კვტ-სთ-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მაისში საქართველომ ელექტროენერგია მხოლოდ აზერბაიჯანში შეიძინა ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.4 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7.4 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 466.7 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 2 მილიონი ბარელით  და შეადგინა  243 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 1 მილიონი  ბარელით  და შეადგინა  136,2 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 ...

Read More »
საფრანგეთი აფრიკის განახლებადი ენერგიების განვითარებაში 2 მილიარდ ევროს დახარჯავს

USAID საქართველოში ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას წაახალისებს

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით საქართველოში ახალი, 5-წლიანი პროგრამა იწყება და მისი მიზანი ენერგობაზრის განვითარებაა. „USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, მოიზიდავს ინვესტიციებს და წაახალისებს განახლებადი ენერგიის, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიის წარმოებას. ჩვენი პროგრამა საქართველოს სტაბილური და სანდო ელექტროენერგიის მოპოვებაში დაეხმარება, რომელიც ქვეყანას ეკონომიკის განვითარებისათვის სჭირდება. ენერგო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა ხელს შეუწყობს ...

Read More »

რუსეთის მიმართ ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 ნახსენები არ არის

რუსეთის საფრთხის “მოსაგერიებლად” ევროკავშირის სტრატეგიაში Nord Stream 2 გაზსადენი ნახსენები არ არის. “რუსეთი ევროკავშირის მეზობელია და უდიდეს ძალად რჩება ევროპასა და მთელ მსოფლიოში”,- ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც მოიცავს მოსკოვთან დაძაბულობის ბევრ სფეროს, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, პოლიტიკურ რეპრესიებს, მრავალ ოპერაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და აღმოსავლეთ მეზობლების დესტაბილიზაციას. ამავდროულად, სტრატეგია ხაზს უსვამს მოსკოვის მზარდ და სტრუქტურულ სისუსტეს, ისევე ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ჯეიჰანის პორტიდან 92 მილიონი ბარელი ნავთობი გაიგზავნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით”, Botas International Limited (BIL)-მა, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორია, მიმდინარე წელს ჯეიჰანის ტერმინალიდან განახორციელა 91.848 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება. Report-ს განცხადების თანახმად, ნედლი ნავთობის დატვირთვა მოხხდა 126 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე. ამ დრომდე ჯეიჰანის პორტიდან განხორციელდა 4,785 ტანკერის დატვირთვა 3 მილიარდ 663 მილიონი ბარელი ნავთობით. Botas International Limited ახორციელებს ბაქო-თბილისი ჯეიჰანის მილსადენის ექსპლუატაციას თურქეთში 2001 წლიდან. ნედლი ...

Read More »

ფაშინიანი „გაზპრომს“ უპირისპირდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი „გაზპრომ სომხეთის“ თანამშრომლებს სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით დაემუქრა, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მიტინგებზე დასწრებას აიძულებდა. მისი განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კომპანიის მენეჯმენტი თავად მონაწილეობს აქციებში, საკუთარ თანამშრომლებს აიძულებს მიტინგებზე წასვლას, ან კონკრეტული კანდიდატისთვის ხმის მიცემას (20 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში). ”თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდება, ჩვენ გვექნება შესაბამისი რეაქცია. იმედი ...

Read More »