Author Archives: energy

ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

ქარის ტურბინები გერმანიაში – ტურბინის დემონტაჟი-უტილიზაცია 30 000 ევრო ჯდება

გერმანიაში, ქარის ტურბინები აქტიურად მონტაჟდება გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. დღეს, ქვეყანაში 25 000-ზე მეტი ქარის ტურბინა მუშაობს. ბოლო პერიოდში, მოძველებული მოწყობილობების უტილიზაციის საკითხი გამწვავდა იმიტომ, რომ მათი დატოვება არა არის მომგებიანი. ასევე, მეორეს მხრივ, ქარის ტურბინების დემონტაჟი არის საკმაოდ ძვირი. ეს პრობლემა აქტუალური, მათ შორის იმის გამოც გახდა, რომ ადგილობრივი კანონმდებლობით 20 წლის ტურბინები ექვემდებარება დემონტაჟს ან განახლებას. ...

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწერება

ოფიციალური თბილისი ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეულ მილიონობით ლარს წელსაც ჩამოწერს. 2014-2015 წლებში ჩამოსაწერი ვალი ჯამში 56 მილიონამდეა. მთავრობის განკარგულებით, გაწეული მომსახურებისთვის მიუღებელ თანხას, როგორც უმოქმედო ვალს, შპს „ენგურჰესი“,შპს „ვარდნილჰესების კასკადი“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩამოწერენ. კერძოდ, „ენგურჰესის“ უიმედო ვალი 2014 წელს 16 655 818,33 ლარი იყო, 2015 წელს 18 373 733,54 ლარი. „ვარდნილჰესების კასკადის“ მიუღებელი თანხები 2014 წელს 3 ...

Read More »
აფბა: რატომ ვერ ახერხებს ოპეკი ნავთობზე ფასების ზრდას

აფბა: რატომ ვერ ახერხებს ოპეკი ნავთობზე ფასების ზრდას

23 მარტს „პირველი“-ის პრეს-კლუბში, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ“ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა მსოფლიო ნავთობის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციები შეაფასა. “ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, აფასებს მსოფლიო ნავთობის ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებს და მის ასახვას ქართულ საწვავის ბაზარზე. უკვე თვეზე მეტია რაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასმა დაღმავალი ტრენდი შეწყვიტა და ბარელის ფასი 40 დოლარს გადასცდა. ...

Read More »
24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

24 მარტს 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 1450 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება “ტოიოტას” ცენტრისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს უკან მიმდებარე დასახლებებს, სოფელ დიღმის გარკვეულ ნაწილსა და დიდი დიღმის კერძო დასახლებას. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება ყველა აბონენტს.

Read More »
ლარის გამყარებამ საწვავის გაიაფება გამოიწვია

ლარის გამყარებამ საწვავის გაიაფება გამოიწვია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება, რაც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის  გამყარებასთან დოლართან მიმართებაში. “ეს იმის მიუხედავად ხდება, რომ გაზრდილია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით. (კერძოდ, ბოლო 1 თვის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია საშუალოდ 119 დოლარით/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის ფასი – საშუალოდ 66 ...

Read More »
ქართველი მეცნიერის როლი სამყაროს წარმოშობის კვლევის პროცესში

ქართველი მეცნიერის როლი სამყაროს წარმოშობის კვლევის პროცესში

ანტიკური დროიდან მოყოლებული დღემდე, სამყაროს შესაქმნელად საჭირო ფუნდამენტური ნაწილაკების რიცხვმა საკმაოდ დიდი რეფორმაცია განიცადა. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ  ამისთვის სამი (წყალი, ჰაერი და ცეცხლი) სუბსტანციაა საკმარისი. ქიმიის განვითარებამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ასამდე ქიმიური ელემენტი სამყაროს შემქმნელ ძირითად “აგურებად” მიეჩნიათ. მეოცე საუკუნის დასაწყისში კვანტური და საერთოდ, ბირთვული ფიზიკის განვითარებამ შეცვალა არსებული აზრი – თუკი საკმარისად მხოლოდ პროტონი და ელექტრონი მიაჩნდათ, ახლა უკვე ...

Read More »
ელექტროენერგია 25 წლის შემდეგ

ელექტროენერგია 25 წლის შემდეგ

გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ველებში მზის ენერგიაზე მომუშავე ინდივიდუალური ელექტრომომარაგების სისტემებია დამონტაჟებული. სოფელში ამ დროისთვის 5 ოჯახი ცხოვრობს. მოსახლეობას ელექტროენერგია 25 წელია არ მიეწოდებოდა. მსგავსი სისტემები, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფლის 34 ოჯახს დაუმონტაჟდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 113 000 ლარამდეა. ინდივიდუალური მზის ენერგიის სისტემების დამონტაჟება მიზნად ისახავს მოსახლეობის მაღამთიან სოფლებში დაბრუნების ხელშეწყობას. გამგეობა იღებს ვალდებულებას, რომ ...

Read More »
ანდრია გვიდიანი: ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემო სტაბილურად და მიმზიდველად რჩება

ანდრია გვიდიანი: ენერგოსექტორის საინვესტიციო გარემო სტაბილურად და მიმზიდველად რჩება

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“, ეხმაურება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გამოქვეყნებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წინასწარი მონაცემებს, სადაც ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მაჩვენებლები მკვეთრად შემცირებულია. 2015 წელს, დარგში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინასწარი მონაცემებით,  დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 100 მილიონით (≈53%) ნაკლებია 2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით. „აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიუხედავად, ...

Read More »
ერაყი გაზის ექსპორტს იწყებს

ერაყი გაზის ექსპორტს იწყებს

ქვეყნის არსებობის ისტორიაში პირველად, ერაყმა თხევადი გაზის ექსპორტი დაიწყო ერაყის ნავთობის მინისტრის ასემ ჯიჰადის განცხადებით, 10 000 კუბური ფუტი გაზის კონდენსატით დატვირთული ხომალდი უმმ-კასრის ყურედან ევროპისკენ დაიძრა. ერაყის ნავთობის მინისტრს არ დაუკონკრეტებია მყიდველის ვინაობა და გაზის საფასური. მისივე თქმით, მარტის ბოლოს კიდევ ერთი ხომალდი დაიძვრება ევროპისკენ.

Read More »
აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა

2015 წელს აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა, რომელზეც რეგიონში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების 41%-ი მოდის. 2015 წელს, აჭარაში, ენერგეტიკის სექტორში 150 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ამჟმად აჭარაში რამდენიმე მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. 1. “შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე და საქართველოს შემატებს 187 მგვტ. ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს. ,,შუახევიჰესის’’ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე ...

Read More »