2015 წელს აჭარაში ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა, რომელზეც რეგიონში განხორციელებული კერძო პირდაპირი ინვესტიციების 41%-ი მოდის.
2015 წელს, აჭარაში, ენერგეტიკის სექტორში 150 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ ამჟმად აჭარაში რამდენიმე მსხვილი ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.
1. “შუახევიჰესის“ სამშენებლო სამუშაოები დასრულდება 2016 წლის შემოდგომაზე და საქართველოს შემატებს 187 მგვტ. ჯამურ დადგმულ სიმძლავრეს.
,,შუახევიჰესის’’ პროექტი საქართველოს ენერგოსისტემაში ყველაზე დიდი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია ჯამური ღირებულებით 400 მლნ აშშ დოლარი.
მშენებლობას ინდურ Tata Power-სა და ნორვეგიულ Clean Energy Invest-ის მიერ დაფუძნებული ერთობლივი საწარმო ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს.
2. თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც სამ ჰესს მოიცავს – „კირნათი ჰესი“, „ხელვაჩაური ჰესი 1“ და „ხელვაჩაური ჰესი 2“.
ჰიდროელექტროსადგურების კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 126 მგვტ-ს შეადგენს. კასკადი წლიურად 560 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია.