Author Archives: energy

საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობკომპანიები

ნავთობი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ყველა სფეროში, საწვავის ტრანსპორტირებიდან დაწყებული კოსმეტიკური საშუალებებით დასრულებული. სწორედ ამ მიზეზით, მრავალი ქვეყნის ხელისუფლება ნავთობის მარაგების ნაციონალიზაციას ახდენს, რითაც უფრო მეტად აკონტროლებს ნავთობის რეზერვებს და შემოსავლის დამატებით ნაკადებზე წვდომასაც ახერხებს, თუმცა ზოგადად, ნაციონალიზაცია ხშირად გულისხმობს ეროვნული ნავთობკომპანიის შექმნას, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ საქმიანობას აკონტროლებს. Visual Capitalist-ი გვთავაზობს მსოფლიოს უდიდესი და გავლენიანი ...

Read More »

საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაუახლოვდა

საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო ოთხ სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. დიზელის ხარისხის ევრო ხუთ ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის ...

Read More »

ელექტრომობილების პირველი ბატარეა, რომელიც ხუთ წუთში იტენება

ისრაელურმა კომპანიამ StoreDot შექმნა – პირველი ელექტრონული ავტომობილების ბატარეა, რომელიც ხუთ წუთში იმუხტება. ეს ნიშნავს, რომ მალე ავტომობილი იმ სისწრაფით დაიმუხტება, რა სისწრაფითაც ის საწვავით ივსება.     ლითიუმ-იონის ნიმუშები StoreDot-ის ჩინურმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Eve Energy აწარმოა.  StoreDot-ის განცხადებით, იმისათვის, რომ ბატარეა 5 წუთში სრულად დაიტენოს, არსებული დატენვის ინფრასტრუქტურა შეუფერებელია.  “ინდუსტრიისთვის ეს უზარმაზარი ნაბიჯი იქნება, სწრაფი დამუხტვა უფრო მოსახერხებელია და ის ...

Read More »

თურნავა – ანტიპანდემიური ღონისძიებების პარალელურად, საქართველოში ენერგეტიკული პროექტები არ შეჩერებულა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებულ ვებინარზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად გლობალური ენერგეტიკის გამოწვევებსა და სექტორის პოსტპანდემიურ განვითარებას შეეხებოდა. გამოსვლაში ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მთავრობის ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა, რომლებიც მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მისი თქმით, პანდემიამ გლობალურის მსგავსად, საქართველოს ენერგეტიკაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა. „ეკონომიკური ვარდნა, რაც მსოფლიოში შეინიშნება, იწვევს მთელ რიგ ნეგატიურ მოვლენებს ენერგეტიკისთვის – მოხმარებისა და ...

Read More »

ოპეკი აშშ-ის სანავთობო სფეროსთან ურთიერთობის განმტკიცებას გეგმავს

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) აპირებს ამერიკის ნავთობინდუსტრიასთან ურთიერთობების განმტკიცების გაგრძელებას არჩეული პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის მმართველობის დროს. ამის შესახებ განაცხადა ოპეკის გენერალურმა მდივანმა მუჰამედ ბარკინდომ სამშაბათს ვაშინგტონის ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ-კონფერენციაზე. “ჩვენი აზრით, ჩვენ მეტად ურთიერთმისაღები ურთიერთობა გვაქვს აშშ-ის ნავთობმომპოვებელ ინდუსტრიასთან. იმედი გვაქვს, რომ მოხდება ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ამერიკის (ნავთობის)ინდუსტრიასთან პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის დროს,” აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ჯერ არ დაკავშირებია არჩეული პრეზიდენტის გუნდს. ...

Read More »

საია 4 ჰესზე შეფასებას აქვეყნებს

შუახევის ჰესი, „ხელედულა 3″, ნამახვანჰესი და ონის ჰესების კასკადი –  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საიას) მის წარმოებაში არსებულ 4 საქმეს მიმოიხილავს და იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც სამართალწარმოების პროცესში იკვეთება. ანგარიშიდან გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს, სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე; „ბოლო წლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაერთი დიდი ჰესის მშენებლობის პროცესი დაანონსდა. ნაწილი მათგანი უკვე აშენდა, ზოგიერთის განხორციელება ახლო მომავალში იგეგმება. ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის პროგნოზი შეამცირა

საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ შეამცირა 2021 წელს ნედლეულზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი 0,3 მილიონი ბარელით დღეში (5,5 მილიონამდე). სააგენტოს პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ნედლეულზე გლობალური მოთხოვნილება იქნება 96,6 მილიონი ბარელის ფარგლებში დღე-ღამეში, მიწოდება კი გაიზრდება მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ანგარიშში. პროგნოზის გაუარესება  ეფუძნება მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული დაძაბული ვითარების გაგრძელებას. ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარე  წელს შეერთებულ შტატებში გაგრძელდება ნავთობის მოპოვების შემცირება, ...

Read More »

როგორ გეგმავს ხელისუფლება ნარჩენების სეპარირების წახალისებას

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში სავალდებულო უნდა გახდეს ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ნარჩენის განცალკევება. როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, პროცესი ეტაპობრივი იქნება და უკვე დაწყებულია განხილვები, თუ რა მოდელით მოხდება მოსახლეობის წახალისება საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების კუთხით. როგორც ბითაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, საკითხი ორ ნაწილს მოიცავ: ერთია კანონი, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე ...

Read More »

აზერბაიჯანი და ირანი შეთანხმდნენ მდინარე არაზზე ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფო კომისიის XIV შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. განიხილეს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და მოსაზრებები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას განსახორციელებელი პროექტების დასაჩქარებლად. კომისიაზე ასევე განხილული იქნა აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთი ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციისა და აზერბაიჯან-ირან-თურქეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის საკითხები. ხაზი გაესვა მიმდინარე ...

Read More »

ნავთობი ძვირდება – Brent-ის ტიპის საწვავზე ფასმა 56 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასმა ოთხშაბათს დილიდან გაძვირება განაგრძო. მარტის ფიუჩერსებზე უმაღლესი ხარისიხის Brent-ის მარკის ნავთობზე ფასმა ICE Futures-ის ბირჟაზე 56,21 დოლარს მიაღწია, რაც 0,31 დოლარით (0,55%) მეტია წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე. 19 იანვრის ვაჭრობის შედეგად ბარელზე ფასი 55,9 დოლარი იყო. რაც შეეხება ამერიკულ მსუბუქ ნავთობს, WTI-ის მარტის ფიუჩერსებზე ფასმა NYMEX-ის ბირჯაზე 53,32 დოლარი შეადგინა, რაც 0,34 დოლარით მეტია წინა დღის ...

Read More »