აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფო კომისიის XIV შეხვედრა გაიმართა.
აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
განიხილეს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და მოსაზრებები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას განსახორციელებელი პროექტების დასაჩქარებლად.
კომისიაზე ასევე განხილული იქნა აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთი ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციისა და აზერბაიჯან-ირან-თურქეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის საკითხები.
ხაზი გაესვა მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას მდინარე არაზის წყლისა და ენერგეტიკული პოტენციალის ეფექტურად გამოყენებისათვის.
მიღწეულ იქნა შეთანხმება “ორდუბადისა” და “მარაზადის” ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, აგრეთვე “ჰუდაფერინისა” და “გიზ გალასის” ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულების შემდგომ ნაბიჯებზე.
გარდა ამისა, ოფიციალური ბაქოს და თეირანის წარმომადგენლებმა გაცვალეს მოსაზრებები ყარაბახის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.