ისრაელურმა კომპანიამ StoreDot შექმნა – პირველი ელექტრონული ავტომობილების ბატარეა, რომელიც ხუთ წუთში იმუხტება. ეს ნიშნავს, რომ მალე ავტომობილი იმ სისწრაფით დაიმუხტება, რა სისწრაფითაც ის საწვავით ივსება.
ლითიუმ-იონის ნიმუშები StoreDot-ის ჩინურმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Eve Energy აწარმოა.
StoreDot-ის განცხადებით, იმისათვის, რომ ბატარეა 5 წუთში სრულად დაიტენოს, არსებული დატენვის ინფრასტრუქტურა შეუფერებელია.
“ინდუსტრიისთვის ეს უზარმაზარი ნაბიჯი იქნება, სწრაფი დამუხტვა უფრო მოსახერხებელია და ის უზარმაზარ ბარიერს მოხსნის. თუმცა დრო იქნება საჭირო, იმისთვის, რომ მათი მასობრივი გამოყენება დაიწყოს,” ამბობს დევიდ უოტსონი, ელექტრომანქანების დამუხტვის კომპანიის Ohme Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ავტომობილის ბატარეამდე კომპანიამ წარმოადგინა ტელეფონების, დრონების და სკუტერების ბატარეები, რომლებიც სწრაფად იტენება. StoreDot-ში ინვესტიციები მსხვილმა კომპანიებმა, Daimler, BP, Samsung და TDK ჩადეს. 2020 წელს მას Bloomberg New Energy Finance Pioneer-ის სტატუსი მიენიჭა.
წყარო: “ბიზნესფორმულა”