Author Archives: energy

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის საჭიროა, რომ მას სენატმაც დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. სანქციები ეხება ყველა პირსა და კომპანიას, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასა და ფუნქციონირებასთანაა კავშირში. 21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე ...

Read More »

“გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, რუსეთის საქართველოზე გავლენის ძირითადი იარაღი ენერგოკონტროლია“

კომ­პა­ნია ENKA-მ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­მახ­ვა­ნის კას­კა­დის პრო­ექ­ტი, იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, რო­მე­ლიც 2019 წლის 25 აპ­რილს გა­ფორმ­და, აღარ აშენ­დე­ბა. “ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­ში“ თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია 800 მი­ლი­ონ დო­ლარს დებ­და, კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტის მი­ზე­ზად კი გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში სა­კონ­ტრაქ­ტო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა და დიდი ხნის ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და­სა­ხელ­და. რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ამ სი­ახ­ლეს? “რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლის“, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნის გა­მოხ­მა­უ­რე­ბით, რა ზა­რალ­საც ბი­უ­ჯე­ტი და ხალ­ხი მი­ი­ღებს, ამა­ზე ...

Read More »

გროს ენერჯი ჯგუფი: ნამახვანის პროექტის ჩაშლა ქვეყნის იმიჯზე ცუდად იმოქმედებს

კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა „ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას აფასებს და აცხადებს, რომ  თურქული კომპანიის ეს გადაწყვეტილება  ცუდი ფაქტია და საკმაოდ მძიმედ აისახება ქვეყნის ბიზნეს საინვესტიციო გარემოზე. მისი ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის პროექტების ჩაშლა, ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს, შესაბამისად, საკმაოდ რთული იქნება ახალი ინვესტორის მოძიება და შემოყვანა. „ვიმედოვნებ, კომპანიასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები გაიმართება და თურქული კომპანია საერთაშორისო ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

აფხაზეთის გაზრდილი ენერგომოხმარებისთვის ,,ენგურის“ სამმაგი სიმძლავრეც არასაკმარისია

საქართველოს ენერგომოხმარებაში  აფხაზეთის ფაქტორი ისევ დომინირებს. ესკოს-ს  მონაცემით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობამ 1,51 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. აქედან თბილისმა 147 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, აფხაზეთმა –  187.4 მლნ კვტ/სთ. გამოდის, რომ ოკუპირებული რეგიონის მიერ მოხმარებული დენის მოცულობა დაახლოებით 20%-ით მეტია იმასთან შედარებით,  ვიდრე  აგვისტოში ,,თელასის“ აბონენტებმა  მოიხმარეს. რაც შეეხება 2021 წლის 6 თვის (იანვარ-ივნისი) მონაცემს, აფხაზეთმა მოიხმარა ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

რა მოხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში – 3 სცენარი

ამჟამად, დასაზუსტებელია დეტალები, თუ კონკრეტულად რის გამო დავობს „ენკა“ და რა პოზიცია ექნება მის კონკრეტულ პრეტენზიებზე სახელმწიფოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა კონტრაქტის შინაარსი და ინვესტორის გავრცელებული მოკლე ცნობა რამდენიმე სცენარის წარმოდგენის შესაძლებლობას გვაძლევს: სცენარი 1 კომპანია წყვეტს კონტრაქტს და პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე გადის ქვეყნიდან ზარალის/ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე. სცენარი 2 კომპანია წყვეტს კონტრაქტს ...

Read More »

“თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ნამახვანჰესი დადგება ისეთი მოვლენების გვერდით, როგორებიცაა მცხეთის რეაქტორის დანგრევა-ჩაბეტონება ორთავიანი ბავშვების დაბადების საბაბით, რითაც უდიდესი სამეცნიერო პოტენციალი და ატომური სახელმწიფოს სტატუსი დავკარგეთ”

“ნამახვანჰესთან” დაკავშირბულ მოვლენებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი საკუთარ facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გუშინ გავრცელდა ინფორმაცია ნამახვანჰესის პროექტიდან თურქი ინვესტორის გასვლის შესახებ. მოგვიანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა რომ ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი შეტყობინება არის მიღებული და მდგომარეობის დასარეგულირებლად კიდევ ერთი თვეა დარჩენილი, რაზეც მთავრობა მუშაობს რათა ინვესტორთან პოზიციების დაახლოება მოხდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ეს პროექტი ჩაიშლება, ...

Read More »

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი”

აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში კომპანია „ენკას“ მიერ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებენ. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ნამდვილად მიიღო კომპანია „ენკასგან“ წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლო გასვლის შესახებ. კომპანია ერთი ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.19 (+ 1.83)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.23 (+ 1.74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს, თბილისის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 23 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის, ვეკუას და შეშელიძის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას მთის, ხუდადოვის და ზეთისხილის ქუჩის მოსახლეობას. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი ...

Read More »

რას კარგავს საქართველო ნამახვანჰესის პროექტის შეწყვეტით

ონში და პანკისის ხეობაში ჰესების  პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ ნამახვანჰესის პროექტის ჩავარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ  თურქული კომპანიის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა. „იმედი მაქვს, რომ თურქები გადახედავენ თავის გადაწყვეტილებას და საქმე საერთაშორისო არბიტრაჟამდე არ მივა. ეს არ არის მხოლოდ არ აშენებული $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური, ეს იქნება ქვეყნისთვის უდიდესი ფისკალური დარტყმა, რომელშიც თურქულ კომპანიას საკმაოდ ...

Read More »