Author Archives: energy

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფების გამო ბიზნესი პროდუქციის გაძვირებას ელის

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები საკვების პროდუქტების მწარმოებლებს ნაწილობრივ დაუსუბსიდირდებათ. თუმცა გაუფასურებული ლარის და რუსეთის მხრიდან დაგეგმილი მორიგი შეზღუდვების გამო კომპანიები პროდუქციის გაძვირებას გარდაუვლად მიიჩნევენ. მაგალითად, კვერცხისა და ფრინველის ხორცის მწარმოებლები ამბობენ, რომ მათ პროდუქციის გაძვირება საშუალოდ 10-12 თეთრით მოუწევთ. ადგილობრივ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ასევე ემატება რუსეთის მხრიდან 15 თებერვლიდან დაგეგმილი დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, მარცვლეულის ექსპორტზე კვოტების დაწესება, რაც იმპორტირებულ პროდუქციასაც გააძვირებს. ...

Read More »

საუდის არაბეთი თებერვლისთვის ნაწილობრივ ამცირებს ნავთობის მიწოდებას

საუდის არაბეთი თებერვლისთვის შეამცირებს ნავთობის მიწოდებას ზოგიერთი თავის მყიდველისთვის მას შემდეგ, რაც სამეფო ნებაყოფლობით დათანხმდა გაზარდოს ნავთობის მოპოვების შემცირება მომდევნო ორი თვის განმავლობაში “ოპეკი +”-ის გარიგების საფუძველზე. “საუდის არაბეთმა შეამცირა ნავთობის მიწოდება მინიმუმ ცხრა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის აზიასა და ევროპაში მას შემდეგ, რაც სამეფო ნებაყოფლობით დათანხმდა, რომ მისი ნავთობის მოპოვება შემცირდება დღეში ერთი მილიონი ბარელით თებერვალსა და მარტში,” – წერს სააგენტო ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო

მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“. როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის მოსახლეობას, ანუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც 2021 წლის ...

Read More »

ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება

ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზშია აღნიშნული. სტატიის თანახმად, ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

რას გულისხმობს ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებლებისთვის

გარკვეული კატეგორიების  კვების პროდუქტების მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის სახელმწიფო  2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში. სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ...

Read More »

ნარმანია: მზად ვართ, გარემოსდამცველებთან ჰესებზე დისკუსია ნებისმიერი ფორმატით გავმართოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ქვეყანაში ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენების მოწინააღმდეგე გარემოსდამცველებს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც ნარმანია აღნიშნავს, მათ არაერთხელ შესთავაზეს გარემოსდამცველებს ღია ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის მიღება, თუმცა მათგან უარი მიიღეს. “ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებულია ზოგიერთი პირის მხრიდან გარემოსდამცველის სტატუსით ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც ენერგეტიკაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჰიდროგენერაციას ემხრობა და საუბრობს. მათ არაერთხელ ...

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

Tesla ინდოეთის ბაზარზე შევიდა

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla ინდოეთში უკვე ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. გასულ კვირას, Tesla Motors India-მ და Energy Private Limited-მა ქალაქ ბენგალურუში კომპანია დაარეგისტრირეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია ინდოეთის ბაზარზე ოპერირებას ავტომობილების გაყიდვით დაიწყებს, თუმცა სამომავლოდ ილონ მასკი ქვეყანაში საწარმოს მშენებლობას და ელექტრო ავტომობილების წარმოებასაც განიხილავს. პირველი Tesla, რომელიც ინდოეთში გასაყიდად იქნება წარმოდგენილი, ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომი ...

Read More »

ნიკა გამყრელიძე: კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება

“კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება. ჩვენთვის ამ ეტაპზე, ასევე, რთულია პირადი უსაფრთხოების საშუალებების, დაახლოებით, 3-4 ჯერ გაზრდილი მოხმარება და მათი დეფიციტის გამო გაზრდილი ფასები”,  – ამის შესახებ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის შეთანხმება უნდა მოხდეს. “მზად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველაფერი სამართლიანად ...

Read More »

რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი მინიმუმამდე შემცირდა

2020 წელს რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 38 პროცენტით დაეცა და ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ. ნათქვამია “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელის სერხი მაკოგონის “ეკონომიკური სიმართლე”-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თქმით, გასულ წელს “გაზპრომმა” უკრაინის ტერიტორიაზე 55.8 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გადაქაჩა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. შედეგად, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა დატვირთული იყო 30 პროცენტზე ...

Read More »

HELIOS ENERGY სათავო ოფისს ZERO ENERGY HOUSE კონცეფციით ააშენებს

Helios Energy სრულიად ენერგოდამოუკიდებელი სათავო ოფისის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით კომპანიამ ნაძალადევის რაიონში უკვე შეიძინა ამორტიზებული შენობა, სადაც სათავო ოფისთან ერთად საწყობიც მოეწყობა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა,  შენობა აბსოლუტურად ენერგოდამოუკიდებელი იქნება და თავიდან ბოლომდე მზის ენერგიაზე იმუშავებს. „გვინდა მაგალითი შევქმნათ, რომ Zero Energy House-ის მშენებელობა საქართველოშიც შესაძლებელია და ეს ყველას გავუზიაროთ. ამ ეტაპზე ვეძებთ კომპანიას, რომელიც დაგვეხმარება მშენებლობის ...

Read More »