საუდის არაბეთი თებერვლისთვის შეამცირებს ნავთობის მიწოდებას ზოგიერთი თავის მყიდველისთვის მას შემდეგ, რაც სამეფო ნებაყოფლობით დათანხმდა გაზარდოს ნავთობის მოპოვების შემცირება მომდევნო ორი თვის განმავლობაში “ოპეკი +”-ის გარიგების საფუძველზე.
“საუდის არაბეთმა შეამცირა ნავთობის მიწოდება მინიმუმ ცხრა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის აზიასა და ევროპაში მას შემდეგ, რაც სამეფო ნებაყოფლობით დათანხმდა, რომ მისი ნავთობის მოპოვება შემცირდება დღეში ერთი მილიონი ბარელით თებერვალსა და მარტში,” – წერს სააგენტო ბლუნბერგი.