Author Archives: admin

„ენერგო-პრო ჯორჯია“ - საქართველოში უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას კვლავ ვინარჩუნებთ

,,ენერგო-პრო” ზარალიანი 2020-ის შემდეგ 204–მილიონიან მოგებაზეა

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ შემოსავალმა 437 მლნ ლარი შეადგინა, რაც 62.3%-ით მეტია 2020–ის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში კომპანიამ 64.6%-ით 97.7 მლნ ლარამდე გაზარდა შესყიდული ელექტროენერგიაში გადახდილი თანხა. 2021 წელს მოგებასთან ერთად  კომპანიას მნიშვნელოვნად გაეზარდა ხარჯები. კომპანიის ხარჯებმა* ჯამში 216.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც  40.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შეწყვეტილი ოპერაციებიდან მიღებული 148.8 მლნ ლარის ზარალის გამო, ...

Read More »

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები უცვლელი დარჩა

13 დეკემბრის საჯარო სხდომაზე კომისიამ უცვლელი დატოვა სს „საჩხერეგაზისთვის“, შპს „დიდი დიღომისთვის“ დადგენილი საყოფაცხოვრებო ტარიფები. შემცირების მიმართულებით დაკორექტირდა სს „ენერგოკავშრისთვის“, შპს „ყამარი-მ“-სთვის, შპს „მამედისთვის“ სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები. აღნიშნული განპირობებულია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით სოციალური გაზის ხელმისაწვდომობაზე და  ტარიფში შემავალი კომპონენტების, მათ შორის აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობით. ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 ...

Read More »
უკრაინა ენერგო ბაზრის განსავითარებლად ამერიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს

აშშ-მ უკრაინას, $13 მილიონის ღირებულების ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა

შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დახმარების სახით ელექტრო მოწყობილობების პირველი პარტია გაუგზავნა. მედია, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების პირველი ტრანში წარმოადგენდა ელექტრო აღჭურვილობას, რომლის ღირებულება დაახლოებით, $13 მილიონია. ამასთან, მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატებიდან აღჭურვილობით დატვირთული კიდევ ორი თვითმფრინავი გაემგზავრება.

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

რა ტარიფს იხდიან მომხმარებლები ბუნებრივ აირში

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ამის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიამ (სემეკმა) საჯარო სხდომაზე მიიღო. ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს ...

Read More »

დენის შმიგალი – ზამთრის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება

ზამთრის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურის სწრაფი აღდგენისთვის უკრაინას ერთი მილიარდი დოლარი სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას შმიგალმა ისაუბრა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის გეგმა სამ ეტაპს ითვალისწინებს. „მთავარი პრიორიტეტი ახლა არის გადარჩენის ეტაპი – ზამთრის პერიოდის გადასალახად კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული სექტორის სწრაფი აღდგენის ეტაპი“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. შმიგალის თქმით, რუსეთის ბოლო იერიშების შედეგად, ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

13 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ელბაქიძის აღმართის, სანაპიროს, ასათიანის, დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლის და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), გლდანულას  დასახლების, დავით სარაჯიშვილის ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლი განხორციელდება

მთავრობამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლითაც მოწესრიგდება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის გზებზე კონტროლი და დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში ადმინისტრაციული სახდელის დადების საკითხები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა მოძრაობასთან „ჩემი ქალაქი მკლავს“ ერთად, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, რაც სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია. კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა, თუმცა კვლავაც $80-ზე ქვემოთ რჩება

2022 წლის 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  78.39 (+2.29)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.76 (+2.74)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსულ გაზზე საბოლოოდ გათავისუფლებისთვის, ევროკავშირში ენერგეტიკაში ინვესტიციების ახალი ფონდის შექმნა სურთ

ევროკავშირმა ბიუჯეტს უნდა გადახედოს და დამატებითი ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის ახალი ფონდის შექმნა განიხილოს, რომ ბლოკის ქვეყნებმა რუსულ გაზზე უარის თქმა შეძლონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, – იტყობინება Reuters-ი. „საკითხი მდგომარეობს იმაში, შეესაბამება თუ არა ევროკავშირის ბიუჯეტი თავის დანიშნულებას. ბიუჯეტის შუალედურ განხილვაში ახალი ხედვა სუვერენული ფონდის შექმნას გაუხსნიდა კარს“, – თქვა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის ხელმძღვანელმა არ ...

Read More »

საქართველო ინერტული ნარჩენების მართვის რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მომზადებული თემატური მოკვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიებაზე ინერტული ნარჩენების მართვის მიმართულებით საქართველოში არსებული ძირითადი გამოწვევები, ასევე, ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს და რეგულირების მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების შესახებ დისკუსია გამართეს. „ინერტული ნარჩენების მართვა ერთ-ერთი ...

Read More »