ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა. ამის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნული კომისიამ (სემეკმა) საჯარო სხდომაზე მიიღო.
ენერგეტიკულ ბაზარზე მიმდინარე რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სატარიფო ცვლილებების შესაბამისად, 3 წლიანი რეგულირების პერიოდის ნაცვლად, ტარიფები განისაზღვრა 5 წლიან რეგულირებად პერიოდზე – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ იანვრამდე შემდეგი კომპანიებისათვის: შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“, შპს „თელავგაზი“, შპს „დი-ვი-ესი“, შპს „ჩირაღდანი“, შპს „გამა“, შპს „გოგოჭური და კომპანია“, შპს „ენერგია +“.
ამასთან, როგორც ცნობილია, ტარიფები იგივე რჩება „თბილისი ენერჯისთვისაც“, თუმცა, საკითხზე კომისია ცოტა მოგვიანებით იმსჯელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ტარიფს იხდიან მომხმარებლები 1 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში:
- შპს „თბილისი ენერჯი – 53.972 თეთრი
- შპს „სოკარ გაზი“ – 56.928 თეთრი
- სს „საქორგგაზი“ – 56.990 თეთრი
- შპს „თელავგაზი“ – 58.864 თეთრი
- შპს „დი-ვი-ესი“ – 51.789 თეთრი
- შპს „ჩირაღდანი“ – 54.002 თეთრი
წყარო: bpn.ge