„ენერგო-პრო ჯორჯია“ - საქართველოში უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას კვლავ ვინარჩუნებთ

,,ენერგო-პრო” ზარალიანი 2020-ის შემდეგ 204–მილიონიან მოგებაზეა

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ შემოსავალმა 437 მლნ ლარი შეადგინა, რაც 62.3%-ით მეტია 2020–ის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამ პერიოდში კომპანიამ 64.6%-ით 97.7 მლნ ლარამდე გაზარდა შესყიდული ელექტროენერგიაში გადახდილი თანხა.

2021 წელს მოგებასთან ერთად  კომპანიას მნიშვნელოვნად გაეზარდა ხარჯები. კომპანიის ხარჯებმა* ჯამში 216.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც  40.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

შეწყვეტილი ოპერაციებიდან მიღებული 148.8 მლნ ლარის ზარალის გამო, კომპანია 2020 წელს 72.2 მლნ ლარის ზარალზე იყო. ზარალიანი 2020-ის შემდეგ 2021 წელს კომპანიის მოგებამ 204.4 მლნ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში კომპანიამ 5%-ით 746.7 მლნ ლარამდე გაზარდა აქტივები, ხოლო 54.3%-ით 580.9 მლნ ლარამდე კაპიტალი.

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ დარეგისტრირებულია 2006 წელს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ელექტროენერგიის განაწილებაა. კომპანია 2021 წლის მდგომარეობით ასაქმებდა 5 062 ადამიანს. მათზე გაცემულმა ხელფასებმა 2021 წელს ჯამში 68.1 მლნ ლარი შეადგინა.

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

ენერგო პრო ეი. ეს. (ჩეხეთის რესპუბლიკა) – 50.1%;

სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ (საქართველო) – 49.9%

ენერგო-პრო  ( მლნ ₾ ) 2021 2020 %
სულ შემოსავალი 437 269.2 62.3
შესყიდული ენერგია (97.6) (59.3) 64.6
კომპანიის ხარჯები* (216.4) (154.5) 40.1
აქტივები 746.7 711 5
საკუთარი კაპიტალი 580.9 376.5 54.3
წლის მოგება 204.4 (72.2) 283

*- კომპანიის ხარჯებში იგულისხმება:შესყიდული ენერგია,მომსახურების ხარჯები,შრომითი დანახარჯები,კონსულტაციის გასამრჯელო,გახარჯული მასალები,საგადასახადო ხარჯები დასხვა საოპერაციო ხარჯები.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply