Author Archives: admin

ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გააძლიეროს კლიმატური ცვლილების მავნე ზეგავლენა

ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაზე მკვეთრად განსხვავდება დაბინძურების წყაროს გეოგრაფიული არეალის განსხვავებების მიხედვით. ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტისა და სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა პირველია, რომელმაც გააკეთა სიმულაცია, თუ როგორ მოქმედებს დამაბინძურებლები კლიმატსა და ჰაერის ხარისხზე მთელ მსოფლიოში. ნაშრომში, რომელიც დაიბეჭდა გამოცემა „Science Advances-ში“, გამოკვლეულია აეროზოლების კლიმატსა და ჰაერის ხარისხზე გავლენა. აეროზოლი არის მცირე ზომის მყარი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,9 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 82,7 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით ...

Read More »

ევროპა ელექტრო სატვირთო მანქანების დამტენი სადგურების ეროვნული ქსელის შექმნას გეგმავს

Volvo Group, Daimler Trucks და Traton Group სავაჭრო მარკით Milence 2027 წლისთვის გეგმავენ ელექტრო სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების დამუხტვის ეროვნული ქსელის შექმნან. ამის შესახებ eurotransport.de წერს. დამტენი სადგურების ქსელი გამოჩნდება გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში, ნორვეგიასა და შვედეთში. ხუთი წლის განმავლობაში იგეგმება მანქანების დატენვის 1,7 ათასი პუნქტის დამონტაჟება. ამ მიზნებისთვის პირველადი დაფინანსება 500 მილიონი ევროს ოდენობითაა მოსალოდნელი. კომპანია Milence-ში ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.06 (-0.63)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.49 (-0.76)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
მსოფლიოში უდიდესი ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია გაკოტრებულია

ქვანახშირის გამოყენების შესამცირებლად, G7-მა ვიეტნამთან $15.5-მილიარდიან შეთანხმებას მიაღწია

G7-ის სახელმწიფოებმა ვიეტნამთან, ქვანახშირზე დამოკიდებულების შესამცირებლად, $15.5 მილიარდის ღირებულების შეთანხმებას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ ვიეტნამი უკვე მესამე სახელმწიფოა, რომელთანაც G7-მა მსგავსი ტიპის შეთანხმება გააფორმა. თავდაპირველი გეგმით, ვიეტნამსა და G7-ის ქვეყნებს ე.წ. „Just Energy Transition Partnership“ შეთავაზება ეგვიპტეში ჩატარებულ COP27 სამიტზე უნდა განეხილათ. ცნობისთვის, ვიეტნამი, მსოფლიო მასშტაბით, ქვანახშირის ტოპ-20 გამომყენებელში შედის. ვიეტნამის დასარწმუნებლად, მხარი დაეჭირა შეთავაზებისთვის, დასავლელმა ლიდერებმა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ...

Read More »
ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

საფრანგეთში ელექტროენერგიის და გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა

საფრანგეთში ელექტროენერგიის და გაზის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს და ბიზნესს დაზოგვისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ Euractiv-ი წერს. აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ჯამური მოხმარება 9%-ით, ხოლო ბოლო კვირის განმავლობაში 9,7%-ით არის შემცირებული. ქსელის ოპერატორის, RTE-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს შთამბეჭდავი შედეგია და ასეთი ტენდენციით უარესი სცენარი ნაკლებად სავარაუდო ხდება. საფრანგეთის გარდამავალი ენერგეტიკის მინისტრმა, აგნეს პანიე-რუნაშმა ფრანგები ...

Read More »

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელის სამიტზე ცივი ზამთრის გადასატანად უკრაინის დასახმარებელ გეგმას შეიმუშავებენ

ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავენ. მათ უნდა შეიმუშავონ გეგმა, როგორ დაეხმარონ უკრაინას ზამთრის მძიმე პირობების გადალახვაში, როცა რუსეთი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ომისა და რუსული აგრესიის ფონზე, ევროკავშირი უკრაინის დახმარებისთვის ძალისხმევის ჩადებას არ შეწყვეტს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კვირაში დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ უკრაინის მთავრობა 18 მლრდ ევროს ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,23 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები გაიზარდა 10,23 მლნ  ბარელით და შეადგინა 424,129 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 4,5 მილიონი ბარელით  და შეადგინა  219,087 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  1,36 მილიონი ბარელით და შეადგინა  120,171 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.  

Read More »

ბერგამო ბუჩაში “თბილ წერტილებს” ააშენებს, სადაც ადგილობრივებს გათბობა შეეძლებათ

იტალიის ქალაქ ბერგამოს ხელისუფლება ბუჩაში “თბილი წერტილების” აშენებას დააფინანსებს, რომლებშიც მოსახლეობას გათბობის შესაძლებლობა ექნება. “თბილის წერტილები”  დახურული ტიპის ოთახებია, რომელთა გათბობა მოხდება. როგორც უკრაინაში იტალიის საელჩოში განმარტავენ, ასეთი 11 „პუნქტი“ იქნება და მათ მშენებლობას დააფინანსებს ბერგამოს მერია, CESVI საქველმოქმედო ფონდთან ერთად. CESVI უკვე 40 წელია, აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ადგილობრივი კონფლიქტებით დაზარალებულებს ეხმარება.

Read More »