ბერგამო ბუჩაში “თბილ წერტილებს” ააშენებს, სადაც ადგილობრივებს გათბობა შეეძლებათ

იტალიის ქალაქ ბერგამოს ხელისუფლება ბუჩაში “თბილი წერტილების” აშენებას დააფინანსებს, რომლებშიც მოსახლეობას გათბობის შესაძლებლობა ექნება.

“თბილის წერტილები”  დახურული ტიპის ოთახებია, რომელთა გათბობა მოხდება.

როგორც უკრაინაში იტალიის საელჩოში განმარტავენ, ასეთი 11 „პუნქტი“ იქნება და მათ მშენებლობას დააფინანსებს ბერგამოს მერია, CESVI საქველმოქმედო ფონდთან ერთად.

CESVI უკვე 40 წელია, აფრიკაში, აზიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში ადგილობრივი კონფლიქტებით დაზარალებულებს ეხმარება.

Leave a Reply