Author Archives: admin

მედვედევი გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე: რუსეთის ზოოლოგიური ზიზღითაა ნაკარნახევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პარტია ერთიანი რუსეთის თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის გაზზე ფასის ზედა ზღვრის დაწესებას ეხმაურება. მედვედევი ამ სანქციას “სისულელეს” უწოდებს. “გაზის ფასზე ზედა ზღვრის გადაწყვეტილება სისულელეა ორი მიზეზით. პირველ რიგში, როგორც ნავთობის შემთხვევაში, ის ნაკარნახებია არა ეკონომიკური ლოგიკით, არამედ რუსეთის ზოოლოგიური ზიზღით, რომელიც გამომდინარეობს მანიაკალური თეზისიდან, რომ “ყველაფერში რუსეთია დამნაშავე”. ანუ ეს არის აბსოლუტურად მოხალისეობრივი არასაბაზრო ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსეთმა გაზის მოპოვება 2022 წელს მნიშვნელოვნად შეამცირა

ბუნებრივი აირის მოპოვება რუსეთში 2022 წელს 18-20 პროცენტით და 671 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ტელეკომპანია Russia 24-თან (VGTRK) ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია. „წლის ბოლოსთვის ნავთობის ინდუსტრიაში ჩვენ მივაღწევთ წარმოების მოცულობის ზრდასაც კი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 2 პროცენტით, 535 მლნ ტონამდე. ჩვენ ვაწარმოებთ დაახლოებით 5 პროცენტით მეტ ნავთობპროდუქტს, ვიდრე გასულ წელს. ...

Read More »
მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

სომხეთში ქვეყანაში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური აშენდება

სომხეთის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით, მზის ორი ახალი ელექტროსადგურის აშენებას აანონსებს. გეგმის განხორციელების შემდგომ, სომხეთის მიერ მოპოვებული განახლებადი ენერგიის მარაგი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მიმდინარე თვეში სომხეთის მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2025 წლის ბოლომდე განახლებადი რესურსების კომპანია Masdar-ის მიერ პირველი ელექტროსადგური აშენდება. Ayg11-ი, 200 მეგავატი სიმძლავრის, შესაბამისად, სომხეთისთვის ყველაზე დიდი მზის ენერგიის ელექტროსადგური იქნება. სომხეთის მთავრობის ცნობით, ელექტროსადგურების მშენებლობის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5,89 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 5,89 მლნ  ბარელით და შეადგინა 418,234 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 2,53 მილიონი ბარელით  და შეადგინა  226,113 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა  0,24 მილიონი ბარელით და შეადგინა  119,929 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

ევროკავშირი უკრაინას 900 გენერატორს უგზავნის

ევროკავშირი უკრაინას ენერგეტიკულ სფეროში დახმარებას გაუწევს და ქვეყანაში 900 გენერატორს გაგზავნის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ში დაწერა. „ევროკავშირი მუშაობს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდაზე უკრაინას, მოლდოვასა და დანარჩენ ევროპას შორის. ჩვენ ასევე 900 გენერატორს ვუყრით თავს, ქვეყანას ელექტროენერგიით მომარაგებისთვის, მათ შორის საავადმყოფოებისთვის“, – დაწერა მან. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა ასევე მიიღებს ენერგიის დაზოგვის ნათურებს. “და ჩვენ ვაგზავნით ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

თხევად გაზზე მომუშავე ავტომობილების ერთი ნაწილი ტექინსპექტირებას ვერ გადის

საქართველოში „ჰიუნდაის“ და „კიას“ გარკვეული მოდელის ავტომობილები ტექინსპექტირებას ვერ გადიან. მიმდინარე წლის  1-ელი იანვრიდან თხევადი აირის სისტემის მქონე ავტომობილები ტექდათვალიერება სავალდებულოა, ხოლო კუსტარულად ჩამონტაჟებული ავზების შემთხვევაში ითვლება, რომ ექსპლუატაციის ვადა 10 წელია. თუმცა, რეგულაცია იმ ავტომობილებზეც ვრცელდება, რომლის ქარხნულად დამონტაჟებულ ავზებზეც ექსპლუატაციის ვადა მითითებული არ არის. ავტომფლობელები პრობლემებზე ალაპარაკდნენ და როგორც ამბობენ მანქანით ვეღარ გადაადგილდებიან, რადგან ჯარიმები ეწერებათ. „რეზონანსი“ შეეცადა ...

Read More »

იტალიის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს გამორთონ შუქი, რათა იგრძნონ როგორ ცხოვრობენ დღეს უკრაინელები

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ იტალიელებს მოუწოდა, ერთი საათით გამორთონ შუქი, რომ გაიგონ უკრაინელების მძიმე მდგომარეობა, რომლებიც რუსული დაბომბვების გამო, ელექტროენერგიის პრობლემას ებრძვიან. “ყველა კულტურაში შობა სიბნელეზე სინათლის გამარჯვების მომენტია, მაგრამ ამის მაგივრად უკრაინა, თითქმის მთელი დღეები ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. იმის გასაგებად, თუ რას გრძნობენ უკრაინელები, მე ვთხოვდი ყველა იტალიელს, ერთი საათით ელექტროენერგია გამორთონ, რომ გავიგოთ, რაც ნიშნავს, როდესაც ხალხი იცავს ...

Read More »

მოსკოვი: წინსვლა მიღწეულია ატომური ენერგეტიკის სააგენტოსთან ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თაობაზე

რუსეთი იტყობინება, რომ მოსკოვში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის ვიზიტის დროს მიღწეულია წინსვლა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის საკითხზე. გერმანიის რადიოს ცნობით, რომელიც ეყრდნობა რუსეთის ატომური უწყების, “როსატომის” ინფორმაციას, ორივე მხარე მიემხრო ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინიციატივას, შეიქნას უსაფრთხოების ზონა ბირთვული ელექტროსადგურის გარშემო. სააგენტოს ხელმძღვანელის, გროსის მოსკოვში ვიზიტი წარმოადგენს მცდელობას, განიმუხტოს დაძაბულობა რუსეთის არმიის მიერ დაკავებული და მიმდინარე ომში სამიზნედ ...

Read More »

ვარციხე ჰესზე ახალი, 23 მეგავატიანი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა

ვარციხე ჰესზე ახალი, 23 მეგავატიანი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა. რეკონსტრუქციის პროექტი 4 თვის წინ დაიწყო და Ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო პერსონალის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველოს ელექტროსისტემას ახალი ჰიდროაგრეგატი მიუერთდა. ვარციხე ჰესზე განახლებული აგრეგატები საშუალოდ 30-32 ათასი საათის განმავლობაში მუშაობენ, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ჰესის ჯამურ დადგმულ სიმძლავრეზე.

Read More »

„იმპორტი გაიზარდა, 1,5 მლრდ კლვტ/სთ-ს გადააჭარბა, ახლა ამას რომ ენგურჰესიც დაემატოს, მთლად მძიმე მდგომარეობაში ვვარდებით“

„ენგურჰესზე ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამავე დროს უნდა ვიმუშაოთ აფხაზებთან, იმიტომ, რომ მათთვისაც არ იქნება ეს სახარბიელო გადაწყვეტა“,- ამის შესახებ ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. ენერგეტიკოსის მოსაზრებით, რუსეთი თუ მოინდომებს, მას შეუძლია ენგურჰესი ჩახსნას საქართველოს სისტემიდან. ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველომ საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება გააძლიეროს. „ენგურჰესის გარეშეც ჩვენ გარე წყაროებზე ვართ ...

Read More »