Author Archives: admin

ჟოზეფ ბორელი – „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკურ ზეწოლას ცდილობს

„გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა და დაამატა, რომ ბუნებრივი აირი პოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. „ჩვენ ვხედავთ „გაზპრომის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. ბუნებრივი აირი არის პროდუქცია, რომლის ყიდვაც შესაძლებელია, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად“, – აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსასვლელად და ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება მცირდება და  27 სექტემბრის შემდეგ პირველად 900 აშშ დოლარს ჩამოსცდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. გაზის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე  898,4 აშშ დოლარს შეადგენს. გაზის ფასის შემცირება იმით არის განპირობებული, რომ რუსეთი ევროპის გაზის საცავების შევსებაზე დათანხმდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, “გაზპრომი” ევროპელი მომხმარებლების წინაშე საკონტრაქტო ვალდებულებებს შეასრულებს და ევროპის ენერგეტიკული ბაზრისთვის უფრო ...

Read More »
„ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონების საჯარო სკოლებში საჩვენებელ გაკვეთილებს ატარებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, არჩევნების მეორე ტურს კვლავ მობილიზებულები ხვდებიან

30 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ მობილიზებული შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს. მათივე ცნობით, კომპანიის სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები სრულ მზადყოფნაში განლაგებულნი იქნებიან ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება. აგრეთვე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. გარდა ამისა, გამოყოფილია სპეციალური ნომერი 577 35 51 51, სადაც ყველა შტაბს შეუძლია დაკავშირება და ობიექტური ინფორმაციის მიღება. ...

Read More »
ამერიკელი ექსპერტები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაზე

„გაზპრომი“ ევროპის მიწისქვეშა საცავებში გაზის მოცულობის გაზრდას 8 ნოემბრიდან დაიწყებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსების შემდეგ „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში. ამის შესახებ პუტინმა რუსული ენრგოკომპანიის „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან გამართულ თათბირზე განაცხადა. „გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური ...

Read More »

მომავალ წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოება იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „2021 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებამ შეადგინა 28 932,5 ტონა,  რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8 937,2 ტონით ანუ 44,7%-ით მეტია. შედეგად, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გადამუშავების შედეგად წარმოებულ იქნა: ბენზინი – 6 401,6 ტონა – გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 3 002  ტონით  ანუ 31.9%-ით; ...

Read More »

BAG-ი: ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა ბიზნესის აქტიური ჩართულობით წარიმართება

ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენის შესაძლებლობაზე იმსჯელეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, ბიზნეს ასოციაციის წევრმა და მოწვეულმა კომპანიებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით იმუშაოს ისეთ მარეგულირებელ ნორმებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ...

Read More »

“სოკარის” ავტოგასამართ სადგურებზე არსებულ მაღაზიებს “ბრიკის” POWERBANK-ები დაემატა

“სოკარი” ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. ქვეყნის მასშტაბით 7 სადგურზე მისულ სტუმრებს შვედური კომპანიის, “ბრიკის” Power Bank-ები დახვდებათ. “ბრიკს” რამდენიმე სხვადასხვანაირი კაბელი მოჰყვება, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ტიპის ტელეფონის დატენვას შეძლებთ. “ბრიკის” ფაუერბანკი მისი აპარატიდან QR კოდის დასკანერების მეშვეობით უნდა გაააქტიუროთ. “სოკარის” მომხმარებლებისთვის, 30 წუთის განმავლობაში დამტენით სარგებლობა უფასოა. შემდეგ, 1 საათის ღირებულება 3 ლარი ხდება, 2 საათი ...

Read More »
ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.32  (- 0.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.81 (+ 0,15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 29 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ჩაჩავასა და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის, კამანის, იოველ ჯებაშვილისა და დელისის ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,27 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,27 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 430,812 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,99 მილიონი ბარელით  და შეადგინა  215,746 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,43 მილიონი ბარელით და შეადგინა  124,962 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »