30 ოქტომბერს, საქართველოს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ კვლავ მობილიზებული შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ არაერთ შემთხვევაში ადგილი აქვს საარჩევნო უბნის შიდა ქსელის დაზიანების გამო ელექტროენერგიის წყვეტას. აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობას, თუმცა როგორც წინა, ასევე მომავალი არჩევნების დროს კომპანია, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მოახდენს მაქსიმალური დახმარების გაწევას.
კომპანიის პასუხისმგებელი პირებს, მჭიდრო კავშირი აქვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მთავარი დისპეჩერი იქნება პირდაპირ კავშირზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან.
თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, რომელიმე უბანზე მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას, რათა არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი.