“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობკომპანია Saudi Aramco-მა 2021 წლის მესამე კვარტლის განმავლობაში მიიღო 30,4 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება – რაც 158%-ით ანუ თითქმის 2,6-ჯერ მეტია 2020 წლის მესამე კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით. “სუფთა მოგების ზრდა უპირველეს ყოვლისა ნავთობზე ფასებისა და გაყიდვების მოცულობის ზრდის შედეგად მოხდა, ასევე გადამამუშავებელ და ნავთობქიმიურ სექტორში კარგი მარჟის გამო, რასაც აძლიერებდა გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე მოთხოვნილების ...
Read More »Author Archives: admin
ელექტროელემენტების შემდეგი ბუმი შესაძლოა სატვირთო გემებში ვიხილოთ
ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, ამ საქმეში პიონერის სტატუსი მიიღოს, სტარტაპი FleetZero გახლავთ. ამერიკელი დამფუძნებლების მიერ შექმნილი კომპანია ელექტროძრავიან სატვირთო გემებს აგებს. მათი მიზანი კი არა მხოლოდ ინდუსტრიის დეკარბონიზაცია, არამედ მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესებაც იქნება. საინტერესოა, რომ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა, აღნიშნული პროგნოზი ჯერ კიდევ 2017 წელს გამოთქვა. ოთხი წლის წინ მასკმა განაცხადა, რომ მომავალში ყველაფერი ელექტროძრავებზე იმუშავებს, გარდა კოსმოსური ხომალდებისა. ...
Read More »ჯო ბაიდენი – კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული
კლიმატის სფეროში დიდი ოცეულის სამიტის შედეგებით იმედგაცრუება რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის პოზიციებით არის გამოწვეული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს და ჩინეთს არ უჩვენებიათ რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისკენ. „არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე თვითონ ვარ იმედგაცრუებული. მაგრამ ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი ...
Read More »“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” განცხადებას აქვეყნებს
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 3 ნოემბერს “რუსთავი-თელავი-ჟინვალის” 300მმ_იანი მაგისტრალური გაზსადენის 96.7კმ- სა და 108.8 კმ-ებს შორის, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 3 ნოემბერს 06:00 დან 17:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ყვარელსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალსოფელს, მთისძირს, გავაზს, სანავარდოს, კუჭატანს, წიწკანაანთსერს, ჭიკაანს, ზინობიანს, შილდას, ენისელს, გრემს, საცხენეს, სარუოს, თხილისწყაროს, გრძელჭალას, ჩანტლისყურეს, შაქრიანს, საბუეს, ...
Read More »როგორ მივიღოთ ვირტუალურად მონაწილეობა COP26-ში?
წელს რიგით 26-ე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია ე.წ. Conference of Parties (COP) დიდი ბრიტანეთში, ქ. გლაზგოში გაიმართება, რომელიც 31 ოქტომბრიდან – 12 ნოემბრის ჩათვლით მასპინძლობს კონვენციის 197 მხარეს. წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზნებია: (1) 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირება, (2) კლიმატის ცვლილების შედეგებთან ადაპტაცია, (3) შესაბამისი ფინანსების მობილიზება და (4) საერთაშორისო თანამშრომლობის ...
Read More »ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხებზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში სემინარი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სემინარი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვერიფიკაცია და ანგარიშგება“ საერთაშორისო ექსპერტმა, ჯორჯო არდუინომ გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სემინარი პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში ჩატარდა. გარემოს ...
Read More »ორად გაყოფილი ფრონტერა და დავა ნავთობის საბადოებზე
Frontera Resources Corporation-ი აცხადებს, რომ ყოფილი დირექტორი, ზაზა მამულაიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში წარმოადგენდა “ფრონტერას” საქართველოში და მასთან დაკავშირებული პირები ავრცელებენ ცრუ განცხადებებს კომპანიის სახელით. „ფრონტერა რესურს ჯორჯია კორპორეიშენის“ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ ზაზა მამულაიშვილი, 2020 წლის აგვისტოდან თანამდებობიდან გათავისუფლებულია და უფლება არ აქვს, კომპანიის სახელით ისაუბროს. ზაზა მამულაიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ფრონტერას” დედოფლისწყაროს ნავთობის საბადოზე, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო ...
Read More »მომხმარებელი ქვეყნები ზეწოლას ახდენენ “OPEC +”-ზე ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდის შესახებ, პუტინის განცხადების შემდეგ
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ ნავთობის ფასის 100 დოლარამდე შესაძლო გაზრდის შესახებ შეაშფოთა აშშ, იაპონია და ინდოეთი, Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტოირთა კავშირი”. სტატიის ავტორების თქმით, ამ განცხადების შემდეგ მომხმარებელმა ქვეყნებმა დაიწყეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლა “OPEC +”-ზე მოპოვების გაზრდისათვის. „ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული ბენზინის ფასების ზრდით, რომელმაც შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია. უკვე ...
Read More »G20-ის სამიტი “ნახშირბადის ნეიტრალიტეტის” თაობაზე კომპრომისით დასრულდა
“დიდი ოცეულის“ ჯგუფის ქვეყნები რომში გამართული ორდღიანი სამიტის დროს მივიდნენ შეთანხმებამდე, რომ გააგრძელებენ მუშაობას, რათა ამ საუკუნის შუაში შესაძლებელი გახდეს „ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა“. „ვაღიარებთ, რომ 1,5 გრადუს ცელსიუსამდე კლიმატის ცვლილების შედეგი უფრო ნაკლებ სავალალო იქნება, ვიდრე 2 გრადუსის შემთხვევაში იქნება“, – ნათქვამია G20-ის სამიტის დასკვნით კომუნიკეში. კომუნიკე მხარს უჭერს 6 წლის წინ ხელმოწერილ პარიზის ხელშეკრულებას, რომლის მონაწილეებმა ვალდებულება იკისრეს, მიიღონ ...
Read More »კომპანია „თელასმა“ 2021 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა
კომპანია „თელასმა“ 2021 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2021 წლის 9 თვეში კომპანია „თელასმა“ 2,070 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია გაანაწილა, რაც 5,6% (109 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2020 წლის ამავე პერიოდში განაწილებული ელექტროენერგიის მოცულობას. აღნიშნული მატება ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის და ახალი აბონენტთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა. სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით (23,7 ...
Read More »