ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საკითხებზე გარემოს ეროვნულ სააგენტოში სემინარი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სემინარი „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემების ვერიფიკაცია და ანგარიშგება“ საერთაშორისო ექსპერტმა, ჯორჯო არდუინომ გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სემინარი პროექტის „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ ფარგლებში ჩატარდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, მარინე არაბიძის განცხადებით, სემინარის მონაწილეები ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას გაეცნენ, რაც მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაციაა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესში.

პროექტი „ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება – ფაზა II“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

Leave a Reply