Author Archives: admin

რუსეთმა დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ნავთობის მოპოვება 0,2%-ით გაზარდა

2021 წლის 1-14 დეკემბრის პერიოდში რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის საშუალო დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 1,489 მლნ ტონა, რაც 0,2%-ით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ნავთობის საშუალო დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 1,485 მლნ ტონა. საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემების დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. რუსეთი ამცირებს მოპოვებას “OPEC +”-ის შეთანხმების ფარგლებში. მაგრამ იანვრიდან მას შეუძლია მოპოვების გაზრდა შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქების ...

Read More »

„არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების“ პროგრამის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

„არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების“ პროგრამის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დუშეთის მერმა მანანა ნარიმანიძემ, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პაველ ვიზდალმა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს უფროსმა ალექსანდრე კარნერმა. პროგრამა 2018-2024 წლებში ხორციელდება ...

Read More »
გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

ევროკომისიამ კავშირის მასშტაბით გაზსაცავების შევსების დონე შეამოწმა

ევროკავშირის გაზსაცავები ამჟამად 62%-ითაა სავსე, რაც დაახლოებით 12 პროცენტით ნაკლებია წინა წლებში ანალოგეიური პერიოდის მაჩვენებელზე. აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საცავები მათი საერთო სიმძლავრის მხოლოდ 62%-ზეა შევსებული. ხსენებული კი 12 პროცენტული პუნქტით ნაკლებია გასული წლების მაჩვენებელზე“, – განაცხადა მან. არსებული სიტუაცია კიდევ უფრო ამწვავებს ევროკავშირის ენერგო კრიზისს: გაზრდილ ფასებს ემატება საცავებში რეკორდულად მცირე მარაგების არსებობა, რომელთა ...

Read More »

ანტარქტიდის „აპოკალიფსის მყინვარის“ საკვანძო ნაწილი ხუთ წელიწადსაც ვეღარ გაძლებს — მეცნიერები გვაფრთხილებენ

ანტარქტიდაზე მდებარე მყინვარ ტუეიტსის რიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილი, შელფური მყინვარი რამდენიმე წელიწადში ჩამოინგრევა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ სახელგანთქმული, „აპოკალიფსის მყინვარის“ დნობას. ტუეიტსი დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომისაა და უკვე სწრაფად დნება, წელიწადში 50 მილიარდ ტონამდე ყინულს კარგავს. ასეთი შემზარავი ზედმეტსახელი, აპიკალიფსის მყინვარი მას იმიტომ უწოდეს, რომ მისი სრულად კოლაფსი გლობალურ ზღვის დონეს დაახლოებით ორი მეტრით ასწევს და ანტარქტიდის სხვა მყინვარებსაც გადნობის წინაშე დააყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ...

Read More »

ჯეფ ბეზოსის კლიმატის ფონდმა ენერგოეფექტიანი სტარტაპი 5.5 მლნ დოლარით დააფინანსა

მიმდინარე კვირის დასაწყისში ჯეფ ბეზოსის „დედამიწის ფონდმა“ ინვესტიციების ახალი რაუნდი დააანონსა. ბეზოსის ფონდი მსოფლიო მასშტაბით კლიმატისა და გარემოსდაცვითი ჯგუფებისათვის დამატებით 443 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. სწორედ აღნიშნულ თანხაში შედის ენერგოეფექტიანი სტარტაპის, BlocPower-ისათვის გამოყოფილი გრანტი, რომლის ღირებულებაც 5.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. BlocPower-ი – ეს გახლავთ სტარტაპი, რომელიც ურბანულ არეალებში ენერგოეფექტიან ურ კონსტრუქციებს აგებს. კომპანიას ნიუ-იორკში ასეთი 1000-მდე მწვანე ც ენერგოპროექტი ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,58 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,58 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 428,286 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  შემცირდა 0,72 მილიონი ბარელით  და შეადგინა  218,585 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 2,85 მილიონი ბარელით და შეადგინა  123,758 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 ...

Read More »
„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

შესაძლოა, 5-6 დღეში ენგურჰესი გაჩერდეს

დაახლოებით ექვს დღეში ენგურჰესი შესაძლოა გაჩერდეს. როგორც ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება. მისი განმარტებით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება. „ამ დროისათვის აფხაზური მხარის მოხმარება 400 მეგავატია. 5-6 დღის შემდეგ, როდესაც წყალსაცავი თავის რესურსს ამოწურავს, ენგურჰესი 80-100 მეგავატზე მეტის მიწოდებას ვერ შეძლებს. მოკლედ, აფხაზური მხარე ან შეზღუდავს მოხმარებას, ან ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა

ვროპაში გაზის ღირებულება 1%-ით დაეცა და ათას კუბურ მეტრზე 1 500 დოლარს ჩამოსცდა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები. ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 481 აშშ დოლარი შეადგინა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ...

Read More »
"ენგურჰესზე" ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ენერგომომარაგება – კრიზისის საფრთხე ქვეყნისთვის

ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებს შორის ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრო ენერგიის 40/60 თანაფარდობით განაწილება წლის ბოლომდე უნდა აღდგეს. ელექტროენერგიის ამ სქემით განაწილების ზეპირი შეთანხმება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მუდმივად ირღვეოდა და ენგურჰესის გამომუშავების დიდი ნაწილი აფხაზეთს ეხმარდებოდა. ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია იმედოვნებს, რომ „ამჯერად ჩვენი წილი ელექტროენერგიის დროულად წამოღება მოხერხდება.“ თუ შეთანხმება ამჯერადაც დაირღვა, საქართველოს იმპორტის გაზრდა მოუწევს, რადგან ენერგოდეფიციტი გარდაუვალი იქნება. 40/60 – „ჯენტლმენური შეთანხმება” ქართულ და აფხაზურ მხარეებს ...

Read More »

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებზე საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში, „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ თემატური მოკვლევის ფორმატში საჯარო სექტორის წარმომადგენლებს მოუსმინეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „აღნიშნულ საკითხს არ სჭირდება დამატებითი წარდგენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის ნაწილი და ზოგადად, ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ზოგადად, ეკონომიკისთვის. ეს ეხება უსაფრთხოების ნაწილსაც. შესაბამისად, კომიტეტმა პრიორიტეტად მიიჩნია, რომ შესაბამისი მოკვლევა ჩატარებულიყო და შემდეგ, დასმულ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება ...

Read More »